საია: მარტის აქციებზე უკანონოდ დაკავებულ მონაწილეზე სტრასბურგში წერილობითი პოზიცია წარვადგინეთ
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წერილობითი პოზიცია წარადგინა.
საქმე ეხება 2023 წლის 7-8 მარტს, პარლამენტის მიმდებარედ, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის დროს დაკავებული და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე სამართალდამრღვევად ცნობილ პირს.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ აქციის დაშლისას მომჩივანი აქციის სხვა მონაწილის მიმართ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთა ძალადობრივ ქმედებას ტელეფონით იღებდა და სამართალდამცველებს მოუწოდებდა, რომ არ ეძალადათ აქციის მონაწილეზე, რა დროსაც იგი პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისა ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზე დააკავა.
ორგანიზაციის ცნობით, საქმის ერთადერთი პოლიციელი მოწმის განმარტებით, მომჩივანი დააკავეს იმის გამო, რომ ის არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, გაეთავისუფლებინა გზის სავალი ნაწილი, მაშინ, როდესაც მომჩივანი ტროტუარზე გადაადგილდებოდა.
მათი ინფორმაციით, მომჩივანმა 35 საათზე მეტი გაატარა დროებითი მოთავსების იზოლატორში, ხოლო სახელმწიფოს არ დაუსაბუთებია დაკავების ვადის გახანგრძლივების მიზეზები – საიაში მიუთითებენ, რომ ამ საკითხით არც მოსამართლე ნინო შჩერბაკოვი დაინტერესდა და არც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნინო შარაძე.
"მომჩივნის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემა, 1984 წელს მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე განხორციელდა, რის შედეგადაც მას 2000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრა. აღსანიშნავია, რომ სასამართლოების მიერ მიღებული დადგენილებები შაბლონური სახისაა და არ ითვალისწინებს საქმის ინდივიდუალური გარემოებების სათანადო ანალიზს.
აღნიშნულ გარემოებას საია რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებზე დაკავებულ სხვა პირებზე მიღებული დადგენილებებით ადასტურებს, თითოეულ დადგენილებაში ვხვდებით სრულიად იდენტურ მსჯელობას, რომლებშიც მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად მიჩნეულ პირთა სახელი და გვარები იცვლება", — აცხადებს ორგანიზაცია.
ორგანიზაციის ცნობით, 2024 წლის 5 ივნისს საქართველოს მთავრობამ ევროსასამართლოში გაგზავნილ საჩივარზე წერილობითი პოზიცია წარადგინა. წარდგენილი მოსაზრებით საქართველოს ხელისუფლებამ დარღვევები არ აღიარა და მიუთითა, რომ საჩივარი არ არის დასაბუთებული – საიას განცხადებით, საქმეში უფლების დარღვევის ვიდეო მტკიცებულებები აქვთ დართული.
"2024 წლის 27 აგვისტოს წარდგენილ პოზიციაში საია განმარტავს, რომ მოპასუხე მხარემ სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს პასუხი არ გასცა. დამატებით, საიამ სასამართლოს მიაწოდა განახლებული ინფორმაცია რუსული კანონის მიღებასა და მასთან დაკავშირებულ პროცესებთან დაკავშირებით, და ყურადღება, სხვა დანარჩენთან ერთად, გაამახვილა შემდეგ დეტალებზე:
მთავრობის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არის ურთიერთგამომრიცხავი და მოპასუხე მხარემ ვერც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე ვერ შეძლო ნეიტრალური მტკიცებულებების წარმოდგენა;
აქციის დაშლისას მომჩივნის დაკავების მიზეზს წარმოადგენდა ის, რომ იგი სხვა პირის მიმართ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთა სავარაუდო ძალადობრივ მოპყრობას ტელეფონით იღებდა და სამართალდამცავებს მოუწოდებდა, რომ არ ეძალადათ აქციის მონაწილეზე;
აქციის დაშლა არ იყო კანონიერი, არ ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს და ვერ აკმაყოფილებდა აუცილებლობის სტანდარტს. დამატებით, მთავრობამ, ურთიერთგამომრიცხავ მტკიცებულებებთან ერთად, წარმოადგინა სრულიად სხვა დღის ამსახველი სატელევიზიო რეპორტაჟები, რითაც მტკიცების ტვირთი ვერ დაძლია და პირიქით ნათელი გახდა, რომ მომჩივნის წინააღმდეგ რაიმე სახის მტკიცებულება არ არსებობს", — ნათქვამია განცხადებაში.
საიაში აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამხრე კამერის ჩანაწერების წარუდგენლობა, ეროვნული სასამართლოებისათვის სულ მცირე უნდა ბადებდეს ეჭვს პოლიციელის ჩვენების სანდოობასთან მიმართებით.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები