მამუკა ხაზარაძე: პენსიის 1 000 ლარამდე გაზრდის ერთ-ერთი გზა სათამაშო ბიზნესის 25 პროცენტით დაბეგვრა იქნება
ფოტო: ძლიერი საქართველო
კოალიცია ძლიერი საქართველოს საარჩევნო პროგრამის – "ილიას გზის" ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი პენსიის 1 000 ლარამდე გაზრდაა. კოალიციის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ძლიერი საქართველოს ლიდერები პენსიის ზრდასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებას ახდენენ.
დღეს კოალიციის ლიდერი მამუკა ხაზარაძე პენსიონერებს შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა.
ძლიერ საქართველოს ინფორმაციით, პროგრამული დოკუმენტის სისრულეში მოსაყვანად და პენსიონერებისთვის ღირსეული სიბერის უზრუნველსაყოფად კოალიციას დაგეგმილი აქვს შემდეგი ნაბიჯები: პენსიის 1000 ლარამდე გაზრდა; კაზინოებისა და სათამაშო ბიზნესის გადასახადის/ მოსაკრებლის გაზრდა 15%-დან 25%-მდე; ნაბიჯების გადადგმა საპენსიო სესხებისა და ოვერდრაფტების სისტემის ბოროტად გამოყენების პრაქტიკის დასასრულებლად; პირობა, რომ გააუქმდება ქართული ოცნების მიერ საპენსიო ფონდის შესახებ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ამარტივებს საპენსიო დანაზოგების განკარგვას (25%-ზე ნაკლების ინვესტიციასთან დაკავშირებით).
"ძლიერი საქართველო, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ დაიწყებს მუშაობას პენსიების 1000 ლარამდე გასაზრდელად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად, ინფლაციის შესაბამისად გაიზარდოს. უპირველეს ყოვლისა, დაგეგმილია საქართველოს ეროვნულ ბანკთან აქტიური მუშაობა, რათა უზრუნველყოს საპენსიო სესხებისა და ოვერდრაფტების შესაბამისი კონტროლი, რათა პენსიონერები დაცული იყვნენ შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი პრაქტიკისგან.
ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გაუქმდება საპენსიო ფონდების ინვესტიციების შესახებ ქართული ოცნების მიერ მიღებული კანონი და აღდგება ეროვნული საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ყველა ფონდი რომლებზეც პენსიონერები არიან დამოკიდებულნი ინვესტირებული იქნას უსაფრთხოდ, დივერსიფიცირებულად და სრულიად არაპოლიტიკურად. პენსიების გაზრდის გეგმა სრულიად დაფინანსებულია. ის არ დააზარალებს სახელმწიფო ბიუჯეტს. ძლიერ საქართველოს აქვს დეტალური გეგმა, თუ როგორ აპირებს ამ ნიშნულის გაზრდის დაფინანსებას, მათ შორის უძრავი ქონების გადასახადების გაზრდით და კორუფციის შემცირებით/აღმოფხვრით. ამასთანავე, „ძლიერი საქართველო“ აზარტული თამაშების კომპანიებისთვის გადასახადის 25 პროცენტით გაზრდას აპირებს. ეს კომპანიები თავისუფლად ოპერირებენ/მუშაობენ, მაგრამ მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები მათ ავალდებულებენ დამატებით გადასახადების გადახდას იმ პრივილეგიიდან გამომდინარე, რომ ისინი გარკვეულ ხარჯებს აკისრებენ საზოგადოებას. ზოგიერთ ადგილას, მაგალითად, აშშ-ს ილინოისის შტატში, ეს ფონდები გამოიყენება სპეციალურად პენსიების მხარდასაჭერად, რის გაკეთებასაც ძლიერი საქართველო აპირებს.
აზარტული თამაშების ინდუსტრიამ ქართველების სახლებიდან ბევრი ფული წაიღო; ამ გზით ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ამ თანხის ნაწილი შევიდეს ქართულ სახლებში", — ნათქვამია ძლიერი საქართველოს ინფორმაციაში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები