ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ განქორწინების პროცესი შეაჩერეს
თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც CNN-მა მსოფლიოს შოკისმომგვრელი ინფორმაცია აცნობა - ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი ერთმანეთს შორდებოდნენ.
მრავალი მითქმა-მოთქმის, სტატიების, ინტერვიუებისა და ჭორ-მართალის მიუხედავად, როგორც ანონიმურმა წყარომ ერთ-ერთ გამოცემას უთხრა, არც ჯოლი და არც პიტი განქორწინების პროცესს ყურადღებას აღარ აქცევენ და უფრო მეტიც, მათ ეს პროცესი შეაჩერეს.
"რამდენიმე თვეა არც ერთი მათგანი აღარ ფიქრობს ამ პროცესზე, არავინ იცის რის გაკეთებას გეგმავენ", ამბობს წყარო.
როგორც უკვე იცით, ანჯელინა და ბრედი 12 წლის განმავლობაში ჰოლივუდის ყველაზე გლამურულ წყვილად ითვლებოდნენ, თუმცა გასული წლის სექტემბერში ისინი დაშორდნენ.
ადვოკატმა ანჯელინას ნაბიჯი "ოჯახის კეთილდღეობისთვის" მიღებულ გადაწყვეტილებად გამოაცხადა და განაცხადა, რომ ჯოლი ბავშვებზე სრული მეურვეობისთვის იბრძოლებდა.
წყვილის ურთიერთობა გარკვეული დროის განმავლობაში დაიძაბა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ბოლო წვეთი პიტსა და მედოქსს შორის თვითმფრინავში მომხდარი ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება აღმოჩნდა. ამ ამბის შემდგომ ჯოლი ბავშვებთან ერთად სახლში დაბრუნდა და პიტი გააგდო.
ანონიმურმა პირმა მომხდარი სამართალ დამცავებს შეატყობინა. FBI-მ და ლოს-ანჯელესის ოლქის ოჯახისა და ბავშვების დაცვის სააგენტომ პიტის წინააღმდეგ გამოძიება ბავშვზე ძალადობის მუხლით დაიწყეს. ბრედი უდანაშაულოდ ცნეს, მოგვიანებით მსახიობმა GQ-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ განშორების შემდეგ ტკივილი ტანჯავს და სასმელთან დაკავშირებული პრობლემებიც აქვს.
იყო ჭორები, რომ მას ურთიერთობა ფრანგ მსახიობ მარიონ კოტიართან ჰქონდა (პიტმა და მერიონმა ჭორები უარყვეს).
მოგვიანებით ბრედთან დაშორების თემაზე Vanity Fair-ს ინტევიუ ანჯელინა ჯოლიმაც მისცა, სადაც აღნიშნავდა და საუბრობდა იმაზე, თუ რა რთული აღმოჩნდა ამ გადაწყვეტილების შემდეგ ცხოვრება.
"ყველა, ვინც მათ ურთიერთობას თვალს ვადევნებთ, ვფიქრობთ, რომ ადრე თუ გვიან ისინი შერიგდებიან და სიმარტლე რომ გითხრათ ეს სიურპრიზი საერთოდ არავისთვის არ იქნება.", ამბობს წყარო.
ამ ეტაპზე კი, როგორც ანონიმური პირი ამბობს, სასამართლოში ბრანჯელინას განქორწინების საქმე შეჩერებულია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები