21 სექტემბერს "ევოლუშენის" გაფიცული თანამშრომლების მხარდამჭერი აქცია გაიმართება
ფოტო: ლაბორი • LABOR
12 ივლისიდან ევოლუშენ ჯორჯიას თანამშრომელთა ნაწილი, სამართლიანი ანაზღაურებისა და შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, კომპანიის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციას მართავს.
ამ პერიოდში მათ პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართეს; პირველ ეტაპზე, ევოლუშენში 4 ათასზე მეტი თანამშრომელი გაიფიცა. 13 აგვისტოს გაფიცული თანამშრომლების ნაწილმა შიმშილობა გამოაცხადა, მოგვიანებით, ერთ-ერთმა მათგანმა პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართა და პირი ამოიკერა.
20 სექტემბერს, პროფკავშირ ლაბორმა გაავრცელა განცხადება, სადაც საზოგადოებას გაფიცული თანამშრომლების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
განცხადებაში საუბარია, სოციალური პროტესტებისადმი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, კომპანიაში არსებულ პრობლემებსა და იმ წინააღმდეგობებზე, რაც გაფიცულ თანამშრომლებს მიმდინარე პროცესში შეხვდათ.
განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
"გაფიცვის 72-ე დღეს კაზინო ევოლუშენში გაფიცულებს თქვენი მხარდაჭერა სჭირდება.
კომპანია ბინძური მეთოდებით ცდილობს გაფიცვის შესუსტებას. ის აწარმოებს პროტესტის დისკრედიტაციას; სპეციალურად დაორგანიზებული ჯგუფების მეშვეობით ცდილობს დააპირისპიროს დასაქმებულები ერთმანეთთან.
კომპანიამ ძალისმიერი მეთოდებიც აამუშავა და გაფიცულების შევიწროების მიზნით დაიქირავა ასობით ზონდერი - ადამიანები, რომლებიც რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის დროს მშვიდობიან მოქალაქეებს ქუჩაში დასდევდნენ და სადარბაზოებში ელოდებოდნენ ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის - დღეს დგანან ევოლუშენის მიმდებარე ტერიტორიაზე კომპანიის სადარაჯოდ.
არაპროპორციული ძალებით მიდის ბრძოლა სამართლიანობის აღსადგენად და ეს ბრძოლის გზა კიდევ უფრო მძიმე უსამართლობითაა სავსე.
ძალების გათანაბრებისთვის საზოგადოებას მოგიწოდებთ მხარდაჭერისკენ.
დაუჭირო მხარი გაფიცვას ნიშნავს — დაეხმარო სტუდენტს გადაიხადოს სწავლის საფასური; გადაიხადოს საცხოვრებლის საფასური; არ შეირყიოს ფიზიკური თუ მენტალური ჯანმრთელობა; დარჩეს დრო სწავლა-განვითარებისთვის;
დაუჭირო მხარი გაფიცვას ნიშნავს — იბრძოდე იმისთვის რომ საქართველოს შრომის სტანდარტები დაუახლოვდეს ევროპულს;
დაუჭირო მხარი გაფიცვას ნიშნავს — ათასობით ადამიანში გააქრო ნიჰილიზმის გრძნობა და დაუბრუნო საკუთარი თავის რწმენა;
დაუჭირო მხარი გაფიცვას ნიშნავს — შეამცირო ემიგრაციის რისკები და ხელი შეუწყო ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნებას;
დაუჭირო მხარი გაფიცვას ნიშნავს — გაემიჯნო უსამართლობას, ძლიერის მიერ სუსტის ჩაგვრას და იბრძოლო სამართლიანობისა და ღირსების დასაცავად.
21 სექტემბერს, გაფიცვის ლოკაციაზე — ერისთავის ქუჩაზე, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროცესების დადებითად წარმართვისთვის თქვენი მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია."
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები