ბორის ჩელე ყურუა

23 Sep. 2024, 18:45

თვეების წინ სასამართლომ ადმინისტრაციული წესით, ქუჩის გადაკეტვისთვის, ყველანაირი მტკიცებულების გარეშე დამიწერა 500-ლარიანი ჯარიმა, ბევრ ადამიანს დაუწერეს ამგვარი ტიპის ჯარიმა. შესაბამისად, არ ჩაგვაბარეს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც უნდა გადაგვეხადა ეს კონკრეტული ჯარიმა. 

გავიდა თვეები და გადაწყვეტილების ჩაბარების ან დაკონტაქტების ნაცვლად, პირდაპირ მომივიდა წერილი, რომ დამიყადაღეს ანგარიშები და 50 ლარი დაამატეს იმას, რაც მქონდა დაკისრებული. ჯერ ერთი, რომ ეთქვათ თავის დროზე, რა თქმა უნდა, გადავიხდიდი და 50 ლარის დამატებით გადახდა არ მომიწევდა, თუმცა ესეც მიუთითებს იმაზე, რომ მე ქართული ოცნების მომხრე ან მხარდამჭერი რომ ვიყო ასე არ მოიქცეოდნენ, ასე ექცევიან იმ ადამიანებს, რომლებიც მათ არ მოსწონთ.

განაცხადა კოალიცია ცვლილებებისთვის წევრმა, ბორის ჩელე ყურუამ. იგი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების პერიოდში, გზის გადაკეტვის გამო დააჯარიმეს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…