შალვა პაპუაშვილი

24 Sep. 2024, 16:17

"რა შეიძლება იყოს იმაზე მძიმე ბრალდება, რაც საქართველოს ხელისუფლების მიმართ ითქვა, რომ "ეს თაღლითები, თურმე ქართველმა ხალხმა უნდა მოიშოროს", ეს ამერიკის სენატის წევრმა თქვა — ამაზე მძიმე და ამასთან ახლოს მყოფიც კი არასდროს გვითქვამს, ანუ, საკითხი პირიქითაა — როგორ შეგვხედავენ თვალებში, როდესაც ასეთი განცხადებები კეთდება ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ?! 

გვახსოვს უკრაინასთან მიმართებით რუსეთის დამოკიდებულება, რომ ცალკე არის მთავრობა, რომელიც უკრაინელ ხალხს არ წარმოადგენს. ზოგიერთი - შინაც და გარეთაც ამ რუსული სტილის ნარატივით ძალიან გაერთო, როდესაც საუბრობს ქართველ ხალხზე და იმაზე, რომ თითქოს, საქართველოს ხელისუფლება რაღაც გამჭვირვალე შუშაა და ხალხს იმის იქით ხედავენ. საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული ხალხის წარმომადგენელია. ამიტომ, ქვეყნების ერთმანეთთან საუბრის დროს ხელისუფლება — ხელისუფლებასთან საუბრობს. როდესაც ერთ ქვეყანას აქვს პრეტენზია, მეორე ქვეყნის ხელისუფლებას თავზე გადაახტეს და ესაუბროს ხალხს, ამას სხვა ტერმინოლოგია ჰქვია ისტორიაშიც და საერთაშორისო სამართალშიც. ხოლო, რასაც ღირებულებები ჰქვია, ეს ასახულია გაეროს წესდებაში, რომელიც "ჩაურევლობის პრინციპს" ამკვიდრებს".

ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, როგორ შეხვდებიან აშშ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრს იმ ბრალდებების შემდეგ, რასაც ქართული ოცნება დასავლეთის მისამართით აჟღერებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…