შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

24 Sep. 2024, 16:38

"რაც შეეხება ქალბატონ სალომეს, არ ვიცი, უკვე ისეთ ზღვარზე მივედით, რთულია რაიმეს კომენტირება. ის ყოველდღიურად არღვევს კონსტიტუციას და ერთადერთი ნუგეში არის ის, რომ მისი ვადის ბოლომდე ორი თვე დარჩა.

[სალომე ზურაბიშვილი] არღვევს კონსტიტუციას და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას შეშფოთებით ვუყურებთ, ვაკვირდებით, სადამდე მიდის კონსტიტუციის დარღვევის მისი ნაბიჯები. მან, ფაქტობრივად, ყველა სახელმწიფო დემოკრატიულ ინსტიტუტს ბრძოლა გამოუცხადა. დაასახელეთ, რომელიმე კონსტიტუციური ორგანო, რომელზეც ის არათუ კრიტიკულია, არამედ პირდაპირ შეურაცხყოფაზეა გადასული ყველას მიმართ. გახსოვთ, საკონსტიტუციო სასამართლოზე, რა ეპითეტებს იყენებდა, ეროვნულ ბანკზე, რა ეპითეტებს იყენებდა, ცესკო-ზე რა ეპითეტებს იყენებდა, პარლამენტზე აღარაფერს ვამბობ, ჩვენ მიმართ რა მიდგომები აქვს. სასამართლოზე, რა ეპითეტებს იყენებს ადამიანი, რომელიც საქართველოში უმაღლეს თანამდებობას იკავებს. ჩვენ მაშინვე ვთქვით, ის, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეინარჩუნა სალომე ზურაბიშვილი ამ პოზიციაზე და იმით, რომ მაშინ, ნაციონალურმა მოძრაობამ იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა და ამით კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი თანამდებობაზე დარჩა, ეს იყო გარიგება, რომ შემდეგ მას დესტრუქციაში შესაბამისი როლი უნდა ეთამაშა და ვნახეთ, რაც არის და ჩვენ ყოველდღიურად ამის მოწმე ვართ. ეს ზუსტადაც გარედან არის ნაკარნახევი, თამაში, რომლითაც ისინი ანგრევენ სახელმწიფო სისტემას".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…