გვაქცევს თუ არა ყველას საარჩევნო სუბიექტად ანტიკორუფციული ბიუროს ახალი მიდგომა?!
24 სექტემბერს ანტიკორუფციულმა ბიურომ სახიფათო გადაწყვეტილება მიიღო — ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო და ორგანიზაცია აირჩიე ევროპა საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოაცხადა და მათზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანული კანონის მესამე თავით გათვალისწინებული შეზღუდვები გაავრცელა.
ეს ნიშნავს, რომ ორგანიზაციის დირექტორებს, ეკა გიგაურსა და ხათუნა ლაგაზიძეს, 5 დღის ვადაში ბიუროსათვის ფინანსური ანგარიშების წარდგენა დაევალათ. ასევე, წარმოეშვათ ვალდებულება, გახსნან და წარადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტებზე, რომელიც საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენება.
ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საერთაშორისო გამჭვირვალობაც, უწოდა მას უსაფუძვლო და დოკუმენტის ჩაბარების შემდეგ სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმაც დააანონსა.
ორმაგი სტანდარტი
როგორც აღინიშნა, გადაწყვეტილება ქართულ პოლიტიკურ სივრცეში უპრეცედენტოა და ქართული ოცნების ბოლოდროინდელი რიტორიკის გათვალისწინებით, ანტიკორუფციული ბიუროს ორმაგ სტანდარტებზე მიუთითებს.
რაჟდენ კუპრაშვილის მიერ გაჟღერებული გადაწყვეტილება კიდევ უფრო უცნაურია 2018 წლიდან საგანგებო რეჟიმში მყოფი პროსამთავრობო ტელეკომპანია იმედის შეუფერხებელი მაუწყებლობის ფონზე. ტელეკომპანიამ ღიად განაცხადა, რომ "წარსულის დაბრუნებას" არ დაუშვებს და გვიან ღამემდე საინფორმაციო ეთერი იმ ადამიანების ისტორიების თხრობას დაეთმობა, რომლებიც წინა ხელისუფლებამ დააზარალა. იმედი წინასაარჩევნო მიზნად "ნაციონალური მოძრაობის რევანშის" შეკავებას ასახელებს.
"ეს არის ჩვენი მისია, ვილაპარაკოთ სიმართლე და არ დავუშვათ წარსულის დაბრუნება, რომელიც ყველას გვახსოვს", — განაცხადეს იმედში
იმავე შეიძლება ითქვას POSTV-ის შესახებაც, რომლის პროსამთავრობო პოზიცია საიდუმლო არასდროს ყოფილა. ტელევიზია აქტიურად ავრცელებს ოპოზიციის დისკრედიტაციის შემცველ ნარატივს და არჩევნებში ღიად უჭერს მხარს ქართულ ოცნებას.
ანტიკორუფციული ბიუროს ახლად დამკვიდრებულ პრაქტიკაში არამხოლოდ პროსამთავრობო მედიები, არამედ საზოგადოებრივი მოძრაობა ერთიანი ნეიტრალური საქართველო, საზოგადოება ქართული და მათი მსგავსი სხვა ორგანიზაციებიც ხვდებიან, რაც შერჩევითობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
"სიტყვების დაპატიმრება"
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდის შეფასებით, ანტიკორუფციული ბიურო "სიტყვების დაპატიმრებითაა" დაკავებული:
"მან [ბიურომ] თქვა, რომ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირად ყოფნა, ანუ ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი, მხოლოდ ის კი არ არის, როცა საკუთარი თავის სასარგებლოდ ცდილობ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას, არამედ ისიც როცა, რომელიმე პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ აკეთებ საჯარო განცხადებას. ქართული ოცნება ასეთი წესებით ცდილობს გააჩუმოს ნებისმიერი პირი ვისაც საჭიროდ ჩათვლის. ის მოქალაქეებს ფაქტობრივად უკრძალავს წინასაარჩევნოდ პოზიციის დაფიქსირებას. ის აპატიმრებს ჩვენს სიტყვებს", — განაცხადა ვახუშტი მენაბდემ
კანონის ფარგლებს მიღმა
სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან არჩევნებში კონკრეტული პოზიციის ღია მხარდაჭერა მიღებული პრაქტიკაა და ანტიკორუფციული ბიუროს ქმედებები შერჩევითია და ქართული ოცნების ინტერესების გატარების შემთხვევაა. აღსანიშნავია, რომ ანტიკორუფციული ბიურო 2022 წლის 15 დეკემბერს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე შეიქმნა.
News.on.ge ამ საკითხთან დაკავშირებით სოციალური სამართლიანობის ცენტრის მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორს, გურო იმნაძეს, ესაუბრა. მისი თქმით, გადაწყვეტილება სცდება კანონის ფარგლებს და მოქმედი კანონმდებლობის ძალიან უხეში ინტერპრეტაციაა, რისი შედეგებიც შემაშფოთებელია:
"ფაქტობრივად, ნებისმიერი სუბიექტი, ორგანიზაცია ან ფიზიკური პირი, რომელიც გააჟღერებს მოსაზრებას, რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის მიმართ პრეფერენციას დააფიქსირებს, შეიძლება ჩაითვალოს გაცხადებული პოლიტიკური მიზნების მქონე სუბიექტად და დაევალოს გარკვეული მოქმედებების განხორციელება და, ასევე, შეეზღუდოს კიდეც ზოგი ქმედება", — აღნიშნა გურო იმნაძემ
ფოტო: სოციალური სამართლიანობის ცენტრი
იმნაძის თქმით, განსაკუთრებით პრობლემური შერჩევით მიდგომაში ის არის, რომ ქართულმა ოცნებამ მიზანში სადამკვირვებლო ორგანიზაციები ამოიღო. ამგვარი პრეცედენტი წინასაარჩევნო პროცესში მოქალაქეებს, ფაქტობრივად, გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავს.
"დღეს ხელისუფლებას არანაირი ამბიცია არ აქვს, რომ წარმოსახვითად მაინც სცადოს კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის პრინციპების დაცვა. სწორედ ამიტომ, არ უნდა ველოდოთ თანმიმდევრულობას და იმას, რომ ეს პრაქტიკა თანაბრად გავრცელდება როგორც დამოუკიდებელ, ისე სახელისუფლებო მედიასა და ორგანიზაციებზე. პირიქით, ხელისუფლება ღიად გვეუბნება, რომ კანონი აღარ არის კანონი და მას ისე გამოიყენებს, როგორც თავად სურს — კანონის წინაშე ყველა თანასწორი აღარ არის", — გვეუბნება გურო იმნაძე
იურისტი აქვე აღნიშნავს, რომ მედიას აქვს უფლება ღიად დააფიქსიროს თავისი პოზიციები და მოგვწონს ეს თუ არა, გამოხატვის თავისუფლება მსგავსი ტიპის სამართლებრივი აქტებით არ უნდა შეიზღუდოს.
"მედიას უნდა ჰქონდეს გამოხატვის თავისუფლება და მედიის პოლიტიკური პოზიცია არ უნდა იქცეს მათზე შეზღუდვების გავრცელების საბაბად. ასე თუ გაგრძელდება, შესაძლოა, სამოქალაქო ორგანიზაციების მსგავსად, კრიტიკული მედიასაშუალებების მიმართაც ვნახოთ იგივე მიდგომები და როგორც სატელევიზიო, ისე ონლაინმედიები გახდნენ მსგავსი პრაქტიკის მსხვერპლები" — აღნიშნა გურო იმნაძემ
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები