ნათია მეზვრიშვილი

24 Sep. 2024, 20:51

"უკანონო თვალთვალი წინასაარჩევნო კამპანიისას ამომრჩევლის დაშინების მიზნით — მოვიპოვეთ ათობით ფოტო-მასალა, რომელიც ადასტურებს, რომ საარჩევნო კამპანიისას ოცნების წარმომადგენლები სუს-იდან, მუნიციპალიტეტიდან და პარტიიდან გვითვალთვალებდნენ. აღნიშნული პირები შეკრებაზე გამოცხადებულ ამომრჩეველს უღებენ ფოტოებს და შემდეგ ახორციელებენ მათზე ზეწოლას, რაც პირდაპირ აისახება წინასაარჩევნო შეხვედრაზე ამომრჩევლის გამოცხადებაზე და ხელს უშლის პარტიის ამომრჩეველთან კომუნიკაციას. მტკიცებულებები გადაეცათ დამკვირვებლებს.

პოლიტიკური ნიშნით დევნა — აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში პოლიტიკური ნიშნით გახარია - საქართველოსთვის წევრობის და მხარდაჭერის გამო — გაათავისუფლეს სენაკის და ხონის სკოლის დირექტორები — შორენა შამათავა და მინდია გველებიანი და ტყიბულის სკოლის დირექტორის მოადგილე — ნანა ამბროლაძე. აღნიშნულს თანამდებობებზე ოცნების მაღალჩინოსნები და მათთან დაახლოებული პირები დანიშნეს. მტკიცებულებები გადაეცათ დამკვირვებლებს;

ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემო/მუქარა-ზეწოლა — 2024 წლის 30 ივლისს გენერალურ პროკურატურას მივმართეთ პარლამენტის თავმჯდომარის — შალვა პაპუაშვილის მიერ 26 ივლისს ოპოზიციის მიმართ ძალადობისკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიების დაწყების შესახებ. პროკურატურის მიერ რეაგირებამდე პარლამენტის თავმჯდომარის მუქარა რეალიზებული იქნა ბათუმში.

კერძოდ:

წინასაარჩევნო კამპანიის ხელშეშლის მცდელობა — 2024 წლის 03 აგვისტოს ორგანიზებული, აგრესიული ადამიანების ჯგუფი, რომელთა ნაწილი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ბათუმში, პარტია გახარია საქართველოსთვის წინასაარჩევნო კამპანიის ჩაშლას შეეცადა. ჯგუფი, რომლის გასაღებასაც ოცნება კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებად ცდილობდა, ოცნების პარტიული ზონდერ-აქტივი და საჯარო მოხელეები აღმოჩნდნენ. აღნიშნულ ფაქტზე 07 აგვისტოს მივმართეთ პროკურატურას და მოვითხოვეთ აღნიშნული ფაქტის შალვა პაპუაშვილის განცხადებასთან ერთობლიობაში შეფასება. მტკიცებულებები გადაეცათ დამკვირვებლებს;

პოლიტიკური ნიშნით დევნა — 2024 წლის 07 ივნისს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ბათუმის ორგანიზაციას მივმართეთ განცხადებით პარტია გახარია — საქართველოსთვის ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელის და რუსული კანონის წინააღმდეგ ბათუმის აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის — მათე ცენტერაძის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის მუქარაზე და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიების დაწყების შესახებ. მტკიცებულებები გადაეცათ დამკვირვებლებს;

პოლიტიკური ნიშნით დევნა — 2024 წლის 06 ივნისს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მივმართეთ განცხადებით პარტია გახარია - საქართველოსთვის წარმომადგენლების და მათი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის მუქარაზე და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიების დაწყების შესახებ. მტკიცებულებები გადაეცათ დამკვირვებლებს;

პოლიტიკური ნიშნით დევნა — 2024 წლის 06 ივნისს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მივმართეთ განცხადებით პარტია გახარია - საქართველოსთვის წარმომადგენლების და მათი ოჯახის წევრების პერსონალურ მონაცემთა უკანონოდ გამოყენების ფაქტზე. მტკიცებულებები გადაეცათ დამკვირვებლებს"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…