სალომე სამადაშვილი

24 Sep. 2024, 21:09

"კობახიძის, რომელიც ივანიშვილს წარმოადგენს, ერთადერთი მისია დღეს ამერიკაში არის ის, რომ გაარკვიოს რამდენად სწრაფად ემუქრება ივანიშვილს ფინანსური სანქციის დაწესება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან.

კობახიძისგან არ გვაქვს მოლოდინი, რომ რამეს გააკეთებს, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია, რადგან ის ემსახურება პუტინს და არა ქართულ ინტერესებს. ამიტომ ჩვენ მოვისმინეთ სიცარიელე გამოსვლის ნაცვლად, ამიტომ არაფერს არ ველოდები გაეროში მისი გამოსვლისგან. თუ კობახიძე გააგრძელებს იმ ხაზს, რაც ბიძინა ივანიშვილმა გორში დაიწყო, რაც საფუძვლის მომზადებაა იმისთვის, რომ ჩამოიშალოს არაღიარების პოლიტიკა და უკვე რუსული ახალი მოთხოვნა ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების თაობაზე, არ გამიკვირდება.

ქართველმა ხალხმა ყურადღებით უნდა შეხედოს თუ ვინ მართავს დღეს ქვეყანას, რა არჩევანის წინაშე დგას ჩვენი ხალხი 26 ოქტომბერს - ქართული სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნა წყდება სულ რამდენიმე კვირაში"

ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც, შეაფასა პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის აშშ-ში ვიზიტი


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…