სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი შუქრუთელებს შეხვდა
ფოტო: პუბლიკა
სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, პარლამენტთან მოშიმშილე შუქრუთის მოსხლეობა მოინახულა.
შუქრუთელებმა აუხსნეს იოსელიანს, რომ შეზღუდული აქვთ უფლებები და მათ შორის, პროტესტის და გამოხატვის უფლება.
"25 დღეა, ვშიმშილობთ და პირველად მოხვედით, რაის სახალხო დამცველი ხართ, პატივცემულო?" – მიმართეს იოსელიანს პარლამენტის წინ მყოფმა პროტესტის მონაწილეებმა.
პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილე გიორგი ნეფარიძემ სახალხო დამცველს ჯორჯიან მანგანეზთან მიმდინარე უთანხმოების ამბები გააცნო.
ნეფარიძის კითხვა, თუ კონკრეტული კომპანიის ქმედებების გამო ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება, რა ბერკეტი აქვს სახალხო დამცველს, იოსელიანმა უპასუხა, რომ ეს თემა მას არ ეხება და საქმის შესასწავლად ომბუდსმენის ოფისს უნდა მიმართონ.
იოსელიანმა შუქრუთელებს სამართლებლივი საქმის შეფასების მოსამზადებლად დოკუმენტაციის მიტანა სთხოვა და განმარტა, რომ პროტესტის მონაწილეებს კარვის გაშლის ნებართვის მიცემაზე განცხადება გაავრცელა და შსს-საც მიმართა.
“მე მათ ავუხსენი კიდევ ერთხელ, მთელი ამ პერიოდის მანძილზე გვქონდა კომუნიკაცია მათ ადვოკატებთან, ვთხოვდით, წარმოედგინათ დოკუმენტაცია, რათა შევძლოთ მათი საკითხის შესწავლა. დღემდე, სამწუხაროდ, არაფერია წარმოდგენილი, დღეს კიდევ ერთხელ ვთხოვე და დამპირდნენ, რომ შემოიტანენ იმ საბუთებს, რაც ადასტურებს მათ პრეტენზიებს – სამსახურიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლებას, პროტესტის გამოხატვის უფლებაში ჩარევას და ა.შ.
მინდა, საზოგადოებასაც განვუმარტო, რომ არის საკითხები, რომელშიც სახალხო დამცველი ვერ ჩაერევა, არაა ჩვენი კომპეტენცია. კომპენსაციის საკითხი, რომელიც არის მათი ერთ-ერთი მოთხოვნა, სასამართლოს გადასაწყვეტია. სხვა საკითხები, რაც დაკავშირებულია საპროცესო უფლებამოსილებასთან, გამოხატვის თავისუფლებასთან, არის ჩვენი მანდატი და კიდევ ერთხელ ვთხოვე, მოგვაწოდონ ინფორმაცია, რომ შევძლოთ შესწავლა. რამდენჯერმე მათ ადვოკატებთან კონტაქტისა, არაფერი წარმოდგენილი არ იყო და ჩვენ ვერ შევისწავლიდით”, — უთხრა იოსელიანმა პუბლიკას
პროტესტის მონაწილეებმა ომბუდსმენთან გამოხატეს პრეტენზია, იმის თაობაზე, რომ 7თვიანი პროტესტის განმავლობაში, მხოლოდ ახლა მივიდა პირველად. იოსელიანმა უპასუხა, რომ მისი წარმომადგენლები პარლამენტთან და შუქრუთშიც იყვნენ. მან გაიმეორა, რომ ადვოკატებთან კვლავ აქვს კონტაქტი.
“გუშინ დამირეკა ერთ-ერთმა, მთხოვა, პირადად თქვენ გვინდა რომ მოხვიდეთო და როგორც კი დამირეკეს, მაშინვე მოვედი, მაგრამ ჩემი მოსვლა ვერ გადაწყვეტს ამ საკითხს, ამაშია საქმე. ყურადღებას ვაქცევთ, კარვის შემთხვევაში განცხადებაც გავავრცელეთ. ჩვენი თანამშრომლები მოდიან, პერიოდულად ინტერესდებიან მათი მდგომარეობით, ოღონდ ამაზე მეტის გაკეთება ამ ეტაპზე არ შეგვიძლია, გარდა იმ სამართლებრივი პროცედურებისა, რაც ჩვენი მანდატით შეგვიძლია, თუ წარმოადგენენ დოკუმენტაციას. ყალბ მოლოდინს ვერავის ვერ შევუქმნი, მით უმეტეს, ადამიანებს, რომლებიც შიმშილობენ“, – განაცხადა მან.
პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ, გიორგი ნეფარიძემ, ანახა, რომ ყველა დოკუმენტი სახალხო დამცველს უკვე აქვს.
„თუ რამე დოკუმენტაცია არსებობს, ყველანაირ დოკუმენტაციასთან წვდომა აქვს ბატონ ლევან იოსელიანს, აქ მოსვლის და მასთან საუბრის შემდგომ დაგვრჩა იმის განცდა, რომ თავად ბატონი ლევან იოსელიანის უფლებები არაა დაცული და შეზღუდულია მაგ ადამიანის უფლებები და სუფთა ადამიანურად შეგვეცოდა ბატონი ლევან იოსელიანი“, – უთხრა ნეფარიძემ პუბლიკას.
ცნობისთვის, შუქრუთელები პროტესტს თბილისში, პარლამენტის წინ 11 სექტემბრიდან აგრძელებენ. 19 სექტემბერს, მთავრობის კანცელარიაში ირაკლი კობახიძესთან მოთხოვნის წერილი შეიტანეს. პასუხი ამ ეტაპზეც არ არის.
მოსახლეობა "ჯორჯიან მანგანეზის" საქმიანობის შედეგად გარემოსა და საცხოვრებელ სახლებზე მიყენებულ ზიანს აპროტესტებს. მათი თხოვნაა, რომ ცენტრალური ხელისუფლება პროცესში ჩაერთოს იმისთვის, რომ კომპანიამ მათთან აღებული ვალდებულებები შეასრულოს.
ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ კომპანიის მიერ მადნის ღია კარიერული მოპოვების შედეგად, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა გარემოს, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ეკლესია და სასაფლაოები.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ კომპანიამ შეასრულოს ვალდებულებები, რომელიც 2021 წლის შეთანხმებით აქვს აღებული. კერძოდ, პროტესტის მონაწილეები მაღაროების მუშაობის გაჩერებასა და კომპენსაციების გაცემას მოითხოვენ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები