5 იდეა ოცნების ბანერებისთვის — აი, კიდევ რა გვხვდება "მშვიდობიან" ქვეყანაში
ფოტო: on.ge
დღეს თბილისში "ქართული ოცნების" ახალი წინასაარჩევნო ბანერები გამოჩნდა, რომელზეც მმართველი პარტია თავის ამომრჩევლებს ორ ალტერნატივას სთავაზობს. აირჩიე "მშვიდობა" ან "ომი". ბანერების სერია არჩევანის წინაშე გვაყენებს და გვაჩვენებს, ერთი მხრივ, რუსეთის სამხედრო ძალის მიერ დანგრეულ უკრაინულ ტაძრებსა და სახლებს, მეორე მხრივ კი საქართველოს "მშვიდობიან" ეკლესიებსა და ინფრასტრუქტურას.
ფოტო: Dembo Lomidze
ოცნების შეულამაზებელმა პროპაგანდამ ცალსახად დაგვანახა, რომ პარტია აღარ ერიდება უკრაინის მიმართ განმკიცხველი განცხადებების გაკეთებას, რითაც შეურაცხყოფას არა მხოლოდ საქართველოს მეგობარ ქვეყანას, არამედ თავისივე მოქალაქეებსაც აყენებს — მათ, ვინც საკუთარი თვალით იხილა რუსეთის აგრესიის შედეგები და ვისაც ზუსტად ისე დაუნგრიეს სახლები თუ ტაძრები, როგორც უკრაინელებს.
რადგან ოცნება ბანერებისთვის აშკარად ახალი იდეების ძიებაშია, გვსურს, ჩვენი "მშვიდობიანი" ქვეყნის კეთილდღეობის დამადასტურებელი ფაქტები შევაშველოთ.
1. შუქრუთი "მშვიდობიან" ქვეყანაში
ოცნების პატრონაჟით კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" უკვე 5 წელია ძირს უთხრის სოფელ შუქრუთს. შუქრუთელებს ენგრევათ სახლები, ხელიდან ეცლებათ საარსებოდ აუცილებელი რესურსები, შიმშილობენ, პირებს იკერავენ, თუმცა სახელმწიფო მათ არსებობას არ იმჩნევს.
2. საპროტესტო აქცია "მშვიდობიან" ქვეყანაში
ოცნების მაღალჩინოსნები საპროტესტო აქციებზე საუბრისას ხშირად იწონებენ თავს "ევროპულზე მაღალი სტანდარტებით" მოქმედებით. შსს-ს მშვიდობისმოყვარე ხერხების თვალსაჩინოებისთვის, გულწრფელად ვთავაზობთ აქციების "მშვიდობიანად" დარბევის ამსახველი ფოტომასალის გამოყენებას.
3. პოლიტიკური ლიდერის გამოსვლა "მშვიდობიან" ქვეყანაში
ეჭვიც არ გვეპარება, რომ ბიძინა ივანიშვილს ყველაზე კარგად ესმის მშვიდობის ფასი და, ასევე, ყველაზე მეტად ეშინია ომის. ალბათ, სწორედ ამიტომ დააქვს თან მობილური "აკვარიუმი".
4. გელათი "მშვიდობიან" ქვეყანაში
უკრაინაში ტაძრები პუტინის დავალებით ინგრევა, საქართველოში — ხელისუფლების გულგრილობით. ომსა და "მშვიდობას" შორის განსხვავების საჩვენებლად ეს ბანერიც გამოგვადგება.
5. ავტობუსის გაჩერება "მშვიდობიან" ქვეყანაში
ოცნება "მშვიდობიან" ქვეყანაში გვაცხოვრებს, რაც პირდაპირ აისახება ჩვენს ინფრასტრუქტურაზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ცხოვრების ხარისხზე — აი, მაგალითად, ამ ავტობუსის გაჩერებაზე.
ოცნების ბანერები აშკარა დემონსტრაციაა იმ ფაქტისა, რომ მთავრობა განზრახ აიგნორებს ქვეყანაში არსებულ უამრავ სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ პრობლემას და თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინის დემონიზებას ცდილობს. ჩვენი "მშვიდობა" სრული ილუზიაა იქამდე, სანამ ადამიანებს საოკუპაციო ძალები იტაცებენ, ავიწროებენ, სანამ ემიგრაციის მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება და მოქალაქეების უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა.შესაბამისად, დღეს ჩვენი “მშვიდობით” სიამაყე საფუძველს მოკლებულია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები