ფინანსთა სამინისტრო Sky News-ის ბრალდებას, საქართველოს გავლით რუსეთში მანქანების იმპორტირებაზე, უარყოფს
ფოტო: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
ფინანსთა სამინისტრო უარყოფს ბრიტანული არხის Sky News-ის განცხადებას რუსეთიდან შემოსული სანქცირებული მანქანების შემოყვანასთან დაკავშირებით.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ბრიტანული ტელეკომპანია Sky News-ის მიერ მომზადებულ მასალის მტკიცებებს უარყოფს იმის თაობაზე, რომ, უკრაინაში ომის გამო დაწესებული სანქციების მიუხედავად, ძვირადღირებული ავტომობილები მაინც ხვდება რუსეთში.
სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ სიუჟეტის გადაღების პერიოდში, საქართველოში იმყოფებოდა ბრიტანელი ჟურნალისტი და სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტების მისაღებად ფინანსთა სამინისტროს არ დაჰკავშირებია.
სამინისტრო წერს, რომ იმავე ტელეარხმა მიმდინარე წლის თებერვლის რეპორტაჟიც ფაქტების გადამოწმების გარეშე მოამზადა.
"საქართველო სრულად და მტკიცედ იცავს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებს და არ არსებობს ამის საპირისპირო დამადასტურებელი არცერთი ფაქტი", — წერს სამინისტრო.
მათი ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საქონლის გადაადგილების თაობაზე, სამინისტროს მუდმივი კომუნიკაცია აქვს აშშ-სა და ევროკავშირის კომპეტენტურ უწყებებთან და მუდმივად ხდება მათი ინფორმირება.
"საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან, საქართველო სრულად იცავს დადგენილ წესებს და საზღვარზე მკაცრ მონიტორინგს უწევს ყველა ტიპის საბაჟო ოპერაციას", — ნათქვამია განცხადებაში.
მათი განმარტებით, შეზღუდვები არ ეხება:
- აშშ-დან და ევროკავშირიდან შემოყვანილი ავტომობილების ექსპორტს/რეექსპორტს იმ ქვეყნებში, რომლებიც არიან მითითებული აშშ-სა და ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ სანქციებში.
- მსუბუქ ავტომობილებს, რომლებიც ფიზიკური პირის პირად საკუთრებაში, გამოიყენება პირადი სარგებლობისთვის და არ არის განკუთვნილი გასაყიდად.
მათი თქმით, არც ერთი ამ ქვეყნის სანქციების რეგულაციით არ იკრძალება მოწინავე ტექნოლოგიური ან მაღალპრიორიტეტული საქონლის, მსუბუქი ავტომობილების მესამე ქვეყნის დანიშნულებით, მათ შორის რუსეთი ფედერაციის გავლით ტრანზიტული გაგზავნა, ამიტომ საქართველო ცალმხრივად ვერ აკრძალავს ექსპორტის ტრანზიტის პროცედურებს.
"[ამის] შესაბამისად, საქართველო ცალმხრივად ვერ აკრძალავს ექსპორტის/რეექსპორტის/ტრანზიტის პროცედურებს იმ საქონელთან მიმართებით, რომელიც სანქციების რეგულაციების მიხედვით არ ვრცელდება აკრძალვები/შეზღუდვები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მათი გადაადგილების შეზღუდვა ჩვენი მხრიდან ვერ განხორციელდებოდა.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი პარტნიორ უწყებებთან ერთად, მკაცრ კონტროლს ახორციელებს ტრანზიტული ნომრის მქონე ავტომობილებზე და დეტალურად ეცნობა წარდგენილ სათანადო დოკუმენტაციას
სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, არ არსებობს არცერთი ფაქტი, იმისა, რომ გაერთიანებული სამეფოდან წამოსული სანქცირებული მსუბუქი ავტომობილი, საქართველოს გავლით ტრანზიტის, ექსპორტის ან რეექსპორტის რეჟიმით გაიგზავნა რუსეთის ფედერაციის დანიშნულებით", — წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, 24 სექტემბერს, ბრიტანულმა ტელევიზია Sky News-მა საგამოძიებო სიუჟეტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, დასავლეთის სანქციების მიუხედავად, ძვირადღირებული ავტომობილების რუსეთში იმპორტირება საქართველოს გავლით ხდებოდა.
გაიგეთ მეტი ამ თემაზე:
Sky News: სანქციების მიუხედავად ევროპული მანქანები რუსეთში საქართველოდანაც გადაჰყავთ
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები