სიმონ ჯანაშია ილიაუნისთვის პირობითი ავტორიზაციის მიცემას სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს
"ხელისუფლება ცდილობს დაატეროროს არა მხოლოდ საზოგადოების თითოეული წევრი, ხელში ჩაიგდოს ის ინსტიტუციები, რომლებიც ჯერ კიდევ თავისუფალია — არა მხოლოდ ილიას უნივერსიტეტი, არამედ მთლიანად უმაღლესი განათლების სფერო", — ამის შესახებ განათლების ექსპერტმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა სიმონ ჯანაშიამ მას შემდეგ განცხადება, რაც მიმდინარე წლის 26 სექტემბერს, ავტორიზაციის საბჭომ, ილიას უნივერსიტეტს პირობითი ავტორიზაცია მისცა.
მისი თქმით, ილიას უნივერსიტეტს დადებითი დასკვნები ჰქონდა, მაგრამ ავტორიზაციის საბჭომ გადაწყვიტა, რომ უნივერსიტეტი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს.
"გუშინ ილიას უნივერსიტეტს პირობითი ავტორიზაცია მისცეს. მიუხედავად იმისა, რომ ილიას უნივერსიტეტს ჰქონდა ყველა დადებითი დასკვნა, ყველა მიმართულებით, ავტორიზაციის საბჭომ გადაწყვიტა, რომ უნივერსიტეტი ვერ აკმაყოფილებს ავტორიზაციის მოთხოვნებს და დამსწრე საზოგადოებას უთხრეს, რომ ილიაუნი მიიღებს პირობით აკრედიტაციას და ერთი წლის შემდეგ გაივლის ხელახალ ავტორიზაციას და მერე გაირკვევა აკმაყოფილებს თუ არა მოთხოვნებს“, — აცხადებს სიმონ ჯანაშია.
ილიაუნის პროფესორის თქმით, როცა საბჭოს მოვალეობის შემსრულებელ ზურაბ ორჯონიკიძეს სთხოვეს განემარტათ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი, მან უპასუხა, რომ "არაა ვალდებული განუმარტოს საზოგადოებას, საბჭო რატომ იქცევა ისე, როგორც იქცევა".
"როცა სთხოვეს განემარტათ გადაწყვეტილების მიზეზი, საბჭოს მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ ორჯონიკიძემ თქვა, რომ უნდა გასულიყო. ის გარეთ მოეთათბირა ვიღაცას, შემდეგ დაბრუნდა და განაცხადა რომ არაა ვალდებული განუმარტოს საზოგადოებას — რატომ იქცევა ისე, როგორც იქცევა. ვერ მივიღეთ პასუხი რას ეფუძნებოდა ეს გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტები ამბობდნენ, რომ ყველაფერი წესრიგშია", — ამბობს სიმონ ჯანაშია.
სიმონ ჯანაშია ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას ილიაუნისთვის პირობითი ავტორიზაციის მიღების შესახებ ილიაუნის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს. მისი თქმით, რუსული კანონის ინიციირებიდან მოყოლებული, ილიაუნის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები აქტიურად აპროტესტებდნენ კანონს, რასაც რექტორებისთვის ხელწერილების დაწერა და ავტორიზაციის შეჩერების მუქარა მოჰყვა.
"შარშან, როცა პირველად გამოიტანეს რუსული კანონი, ილიას უნივერსიტეტი სტუდენტები ძალიან აქტიურობდნენ. როცა ჩამოვიდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა ილიას უნივერსიტეტში. იმ შეხვედრაზე ხელისუფლება არ მიიწვიეს. ამისი შემდეგ, ხელისუფლებამ დაიწყო ილიას უნივერსიტეტზე შეტევა, მიუქსიეს ახალგაზრდები რექტორს და დააბრალეს, რომ პანდემიის პერიოდში მან ზედმეტად ცოტა ფული დახარჯა საწვავზე. მეორედ როცა გამოიტანეს რუსული კანონი, მაშინაც აქტიურობდნენ სტუდენტები. მათ პროფესორების ნაწილმაც ღიად გამოუცხადა მხარდაჭერა იმით, რომ უთხრეს — შეგიძლიათ ლექციები გააცდინოთ და მერე აგინაზღაურებთო. რასაც მოჰყვა ის, რომ სამინისტრომ შეკრიბა რექტორების საბჭო, დააწერინა წერილი, სადაც უნივერსიტეტები თითქოს ემიჯნებოდნენ პოლიტიკას. ამ წერილს ილიას უნივერსიტეტის რექტორმა არ მოაწერა ხელი. მეორე რაც მოხდა იყო ის, რომ განათლების სამინისტრომ, ხარისხის განვითარების ცენტრის თანამშრომლების გვერდის ავლით, გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც დაემუქრა უნივერსიტეტებს, რომ პრობლემები შეექმნებოდათ ავტორიზაციის პროცესში და ამ მუქარას ასრულებს სახელმწიფო", — აცხადებს სიმონ ჯანაშია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები