გელათის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოებს შესაძლოა 5, 7 ან 10 წელი დასჭირდეს
გელათის კედლის მხატვრობის ქართული ჯგუფის თანახელმძღვანელის, ლელა ნინოშვილის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ გელათში კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები ხანგრძლივად შეიძლება გაგრძელდეს, სამონასტრო კომპლექსი მოქალაქეებისთვის მას შემდეგ გაიხსნება, რაც დროებითი გადახურვის კონსტრუქცია დასრულდება.
როგორც ლელა ნინოშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოებს შესაძლოა 5, 7 ან 10 წელი დასჭირდეს.
"გელათში მიმდინარეობს კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები. ეს არის ძალიან ხანგრძლივი პროცესი. ის თანმიმდევრულად მიყვება არსებულ გეგმას, რომელიც შემუშავებულია კედლის მხატვრობის კონსერვაციასთან მიმართებით. ეს მოიცავს როგორც კვლევით, ისე სამონიტორინგო და ისე ფიზიკურ სამუშაოებს. შესაბამისად, ამ გეგმის მიხედვით ხორციელდება ეს სამუშაოები თანმიმდევრულად.
ამ ეტაპზე, პარალელურ რეჟიმში მიდის კვლევითი, გადაუდებელი, საკონსერვაციო სამუშაოები და სამონიტორინგო ღონისძიებები. ჩვენს შემთხვევაში, საკონსერვაციო სამუშაოები როგორც გითხარით, მოიცავს სამ ძირითად კომპონენტს: ეს არის კვლევითი სამუშაოები, საკონსერვაციო, ფიზიკური სამუშაოები და სამონიტორინგო სამუშაოები. სამივე მიმართულებას ვახორციელებთ პარალელურ რეჟიმში, გელათის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო საჭიროებებიდან გამომდინარე.
რაც შეეხება გარე სამუშაოებს, ეს კომპონენტები ხელს ერთმანეთს არ უშლის. ეს კომპონენტები ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია, ემსახურება ერთი მეორეს. შესაბამისად, რაც არქიტექტურაზე კეთდება, ჩვენ, კედლის მხატვრობის რესტავრატორები ვართ საქმის კურსში, ჩვენთან არის შეთანხმებული. ანალოგიურად ხდება ჩვენ, არქიტექტურასა და სხვა კომპონენტებთან მიმართებით. რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი მეორეს არათუ ხელს უშლის, ერთი მეორის დაცვას ემსახურება.
ამ ეტაპზე, ძალიან რთულია სამუშაოების ხანგრძლივობის განსაზღვრა. საკონსერვაციო სამუშაოები ისეთი სპეციფიკურია, რომ შეიძლება 5, 7 ან 10 წელი დასჭირდეს. გააჩნია როგორ მოითხოვს გელათის გადარჩენის საჭიროება ამას, თუმცა მომლოცველებისთვის გაიხსნება მას შემდეგ, რაც დროებითი გადახურვის კონსტრუქცია საბოლოოდ დასრულდება. ჩვენ არანაირად არ შეგვიშლიან ხელს მოქალაქეები, არც ჩვენ შევუშლით ხელს.
სხვანაირად როგორ წარმოგიდგენიათ სამუშაოების განხორციელება. ვიღაც რაღაც კომპრომისზე უნდა წავიდეს. ხარაჩოს გარეშე რესტავრატორები კედელთან ვერ მივლენ. მართალია, ხარაჩო რადგან დგას რაღაცების ხილვადობა შეზღუდულია, მაგრამ სხვანაირად არ გამოდის. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი პროცესი. ჩვეულებრივი საკონსერვაციო სამუშაოები", — განაცხადა ლელა ნინოშვილმა.
ცნობისთვის, გელათის სამონასტრო კომპლექსი ვიზიტორებისთვის 2 ივლისიდან დაკეტილია.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები