თეგეტამ ამიერკავკასიაში სპეციალური დანიშნულებისა და სატვირთო ტექნიკის პირველ მასშტაბურ გამოფენას უმასპინძლა
ფოტო: თეგეტა
თეგეტა ჰოლდინგმა სპეციალური დანიშნულებისა და სატვირთო ტექნიკა წარადგინა. ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური გამოფენა „თეგეტას“ წეროვანის ავტოპარკში გაიმართა. მომხმარებელს საშუალება ჰქონდა, დაეთვალიერებინა გერმანული, ამერიკული, იტალიური, ინგლისური და სხვა ქვეყნებში წარმოებული ისეთი ბრენდების ტექნიკა, როგორებიცაა: JCB, MAN, Renault, Fendt, Valtra, Goldoni, Zetor, Liebherr, XCMG, Temsa, HELI, Clark, Cummins, Bomag, Zoomlion
ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეგოთ თუ რა ტიპის ტექნიკასა და სერვისს სთავაზობენ თეგეტას შვილობილი კომპანიები. ღონისძიებას 250-მდე სტუმარი დაესწრო. მათ შორის იყვნენ როგორც ქართული, ისე კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონების კომპანიების წარმომადგენლები, „თეგეტას“ კორპორაციული მომხმარებლები და პოტენციური პარტნიორები.
ფოტო: თეგეტა
გიორგი ბერიძე, სპეციალური ტექნიკის მიმართულების ხელმძღვანელი: "ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ პრემიუმ ხარისხის ბრენდებს, ისეთებს, როგორიცაა ინგლისური JCB, რომელიც მსოფლიო ლიდერია ექსკავატორ დამტვირთველებისა და ტელესკოპური დამტვირთველების გაყიდვების მიმართულებით, გერმანული Liebherr-ი, რომელიც აწარმოებს დიდი ტონაჟობის ექსკავატორებს, დამტვირთველებსა და ბულდოზერებს, რაც განსაკუთრებით სამთო მრეწველობის სფეროში გამოიყენება. საგზაო ტექნიკის მწარმოებელი ლიდერი ბრენდები Ammann და Bomag. გარდა ამისა, თეგეტა არის სასაწყობე დამტვირთველების მწარმოებელი ამერიკული ბრენდის, Clark-ის დილერი, რომელიც ასევე წარმოდგენილი იყო გამოფენაზე.
ღონისძიებაზე ასევე შესაძლებელი იყო თეგეტა აგრის ტექნიკის ნახვაც, მათ შორის Fendt-ის, ფინური Valtra-ს, ჩეხური Zetor-ის და იტალიური Goldoni-ის. სტუმრებს Cummins-ის პრემიუმ გენერატორებისა და XCMG-ის ახალი პროდუქტების დათვალიერების საშუალებაც ჰქონდათ.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თეგეტა აგრი რეგიონში აგრო სფეროს განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ფერმერებს ვაძლევთ შესაძლებლობას ისარგებლონ პრემიუმ ბრენდების ტექნიკით რაც მათ საქმიანობას კიდევ უფრო პროდუქტიულს გახდის".
ფოტო: თეგეტა
ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, პრემიუმ ხარისხის ტექნიკაზე უპრეცედენტო ფასდაკლებებითა და ექსკლუზიური შეთავაზებებით ესარგებლათ, მათ შორის MAN-ის თვითმცლელებსა და გამწევებზე, JCB-ის, Liebherr-ისა და სხვა ბრენდების ტექნიკაზე.
სპეციალური დანიშნულებისა და სატვირთო ტექნიკის გამოფენა იყო პრეცედენტი იმისა, რომ მომხმარებელს საშუალება მიეცა, ერთ სივრცეში დაეთვალიერებინა სამშენებლო, აგრო, საგზაო და ინდუსტრიული ტექნიკა.
ბექა ბერიძე, სატვირთო, კომერციული და ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: "Tegeta Truck & Bus ქართულ ბაზარზე თითქმის ორი ათწლეულია ოპერირებს. ის გერმანული უმსხვილესი ბრენდის MAN TRUCK & BUS-ის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოში. არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ჩვენი სახით მომხმარებელს სანდო პარტნიორი ჰყავს. Tegeta Truck & Bus არ არის მხოლოდ კომერციული და სპეცტექნიკის რეალიზებაზე ორიენტირებული კომპანია. ჩვენი პრიორიტეტია, რომ მომხმარებელს შემდგომი მომსახურებაც შევთავაზოთ, რათა მათი ბიზნესსაჭიროებები მაქსიმალურად და ზედმიწევნით ხარისხიანად იყოს დაკმაყოფილებული. ვზრუნავთ მომხმარებლების დროულ ინფორმირებაზეც. სწორედ ამ მიზნით დავგეგმეთ მასშტაბური ღონისძიება, რომელმაც მოგვცა საშუალება პარტნიორებისთვის ჩვენი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია გაგვეზიარებინა".
ფოტო: თეგეტა
სამშენებლო, საგზაო, ინდუსტრიული, ლოგისტიკური და აგრო ტექნიკის მსგავსი მასშტაბის გამოფენა არამხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიის რეგიონში, პირველად გაიმართა. თეგეტა ჰოლდინგი გეგმავს, სპეცტექნიკის გამოფენა ყოველ წელს დააორგანიზოს.
გამოფენაზე სტუმრებს თეგეტა ლიზინგის შესახებ პრეზენტაციაც წარუდგინეს, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, თეგეტაში შეიძინოს ტექნიკა და ამავე კომპანიაში ისარგებლოს განსაკუთრებული სალიზინგო პირობებით.
ღონისძიება თეგეტას წეროვანის ავტოპარკში მოეწყო, რომელიც 2024 წლიდან ფუნქციონირებს და საქართველოში კომერციული და სპეცტექნიკის ყველაზე დიდი ავტოპარკია. ტერიტორიაზე სამშენებლო, ლოგისტიკური, ინდუსტრიული და აგროტექნიკის სრული ასორტიმენტია წარმოდგენილი.
სპეციალური დანიშნულებისა და სატვირთო ტექნიკის დათვალიერება დაინტერესებულ პირებს, წეროვნის ავტოპარკში ერთი კვირის განმავლობაში — 30 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები