ნინო წილოსანი

1 Oct. 2024, 14:04

"კარგია თავად ფაქტი, რომ ჩვენი ამ პოლიტიკის წარმოების შემდეგ, აქტიურად დაიწყო ერთმანეთთან საუბარი შერიგების, ერთმანეთის დაბრუნების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემაზე. ჩვენ პირველმა გადავდგით ნაბიჯი, მათ შორის ბოდიშით და პოზიტიური დამოკიდებულებით, მშვიდობიანი პოლიტიკით ჩვენ ჩვენს დებს და ძმებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ვუთხარით, რომ მათთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრება გვინდა. მოდით, შევთანხმდეთ,რომ საკმაოდ შემსუბუქებულია რიტორიკა და არის გარკვეული პოზიტიური კომპონენტები, რაც ჩვენი მხრიდან ასევე პოზიტიურად უნდა იყოს გამოყენებული. ყველა განცხადებას ჩვენი მხრიდან სათანადო რეაგირება მოჰყვება იმ კუთხით, რომ ურთიერთობის ნორმალიზება მოხდეს. რაც მთავარია, გახსნილია დისკუსია ამ თემაზე იმიტომ, რომ ჩაკეტილი დისკუსიის და ბუნდოვნად ხედვის პირობებში, ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის არანაირი შანსი არ გვექნება. იმ პირობებში, როცა უკვე გავხსენით სასაუბრო პლატფორმა, მათ შორის ვიღებთ გარკვეულ უკუკავშირებს, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის საუკეთესო მიზნებისთვის გამოყენებას ვაპირებთ".

ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…