ხათუნა ლაგაზიძე: ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ხელისუფლების ცვლილებისკენ
ფოტო: კადრი ვიდეოდან / პირველი არხი
როგორც ამ შემთხვევაში მოუწია ხელისუფლებას ჩვენი სიმართლის აღიარება, ასევე მოუწევს არჩევნების შედეგების აღიარება, — ასე გამოეხმაურა აირჩიე ევროპის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ხათუნა ლაგაზიძე ინტერპრესნიუსთან პრემიერ-მინისტრის განცხადებას, სადაც კობახიძე მიზანშეწონილად მიიჩნევს საერთაშორისო გამჭვირვალობას და სხვა ორგანიზაციებს, რომელთაც საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსი მიენიჭათ, ეს სტატუსი მოეხსნათ.
ხათუნა ლაგაზიძის თქმით, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია ხელისუფლების ცვლილებისთვის.
"მთავარი არის შედეგი. შედეგი არის ის, რომ როგორც ახლა მოუწია საქართველოს ხელისუფლებას ჩვენი სიმართლის აღიარება, ასევე მოუწევს არჩევნების შედეგების აღიარება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ხელისუფლების ცვლილებისკენ საქართველოს საზოგადოების აზრის, განწყობების და ნების შესაბამისად," — განაცხადა ლაგაზიძემ.
პრემიერის გადაწყვეტილებას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ტვ პირველზე გამოეხმაურა. მისი თქმით, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
"უნდა დაველოდოთ, რას გააკეთებს ანტიკორუფციული ბიურო. ვფიქრობ, მიხვდნენ, რომ აბსოლუტურად აბსურდული გადაწყვეტილება მიიღო ანტიკორუფციულმა ბიურომ, არანაირი საფუძველია არ ჰქონდა და გაუჭირდებოდათ ახსნა. ეს უკან დახევაა, თუმცა, კიდევ ერთხელ ვნახოთ, რას იზამს ბიურო.
მთავარია, ვიცოდეთ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა მარტივი არაა, მაგრამ თუ ვიქნებით მოტივირებულები და სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ, შედეგი ექნება. ვნახოთ, რას იტყვის ბატონი რაჟდენი", — განაცხადა გიგაურმა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავრობის გვერდზე გამოქვეყნდა ირაკლი კობახიძის განცხადება, სადაც პრემიერი აცხადებს, რომ მიზანშეწონილად მიაჩნია, საერთაშორისო გამჭვირვალობას და სხვა ორგანიზაციებს, რომელთაც საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსი მიენიჭათ, ეს სტატუსი მოეხსნათ.
24 სექტემბერს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ "განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად" მიიჩნევს ორ არასამთავრობო ორგანიზაციას: საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს და აირჩიე ევროპას.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები