თუ თქვენს მისამართზე უცხო პირია რეგისტრირებული — უწყობს თუ არა ეს ხელს არჩევნების გაყალბებას
ფოტო: Illinois Family Action
ყოველი არჩევნების წინ, საქართველოში გარჩევის საგანი ხდება კონკრეტულ მისამართზე რეგისტრირებულ პიროვნებათა რაოდენობა — ადამიანები თავიანთ მისამართზე პოულობენ პირებს, რომლებსაც არ იცნობენ და კავშირი არასდროს ჰქონიათ. როგორც წესი, ეს აჩენს ეჭვებს გაყალბებასთან დაკავშირებით, თუმცა ცოტას ესმის, როგორ შეიძლება მისამართზე უცხო პირების ყოფნამ გაყალბებას შეუწყოს ხელი, ან ასეთი რამე საერთოდ თუ არის შესაძლებელი.
ამის გასარკვევად News.on.ge ISFED-ის წარმომადგენელს, გიორგი მონიავას, დაუკავშირდა. გიორგი მონიავას თქმით პროპორციული არჩევნების პირობებში, ძალიან მცირეა თეორიული შანსი იმისა, რომ მისამართზე რეგისტრირებული ადამიანების რაოდენობით მანიპულაციით არჩევნების შედეგზე ვინმე გავლენას მოახდენს. მისი თქმით, კონკრეტულ მისამართზე რეგისტრაციის საკითხს კანონმდებლობა არეგულირებს — მოქალაქეს იურიდიული მისამართის ცვლილება შეუძლია სამ შემთხვევაში:
- თუ კონკრეტული მისამართის მესაკუთრეა და სხვა მისამართიდან გადმოწერა სურს;
- თუ მესაკუთრე არ არის, მაგრამ მესაკუთრის თანხმობას ფლობს კონკრეტულ მისამართზე ჩაწერისას;
- თუ მესაკუთრის თანხმობას არ ფლობს, თუმცა 3 თვე ან მეტია აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს და ამას ორი მოწმე ადასტურებს. მოწმეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობლობა ეკისრება, თუ ასეთ დროს ცრუ ინფორმაციას გასცემს.
თუ გსურთ გაიგოთ, როგორ აღმოჩნდა თქვენთვის უცნობი პირი თქვენს მისამართზე ჩაწერილი, უნდა მიმართოთ იუსტიციას, რომელიც მოიკვლევს და შეგატყობინებთ, ჩამოთვლილი გზებიდან რომელი სახით და როდის მოხდა იურიდიული მისამართის ცვლილება.
"მე არ ვამტკიცებ, რომ ეს 100%-ით კანონიერად ხდება და არ შეიძლება, აქ პრობლემა იყოს, თუმცა ის, რომ ასეთი ფაქტები ფიქსირდება, ცალსახად კანონდარღვევასა და საარჩევნო მანიპულაციაზე არ მიანიშნებს", — განაცხადა გიორგი მონიავამ
"ამომრჩეველთა ტურიზმი"
გიორგი მონიავას ცნობით, მსგავსი, "გაბერილი" სიები პრობლემას შეიძლება წარმოადგენდეს იმ ქვეყნებში, სადაც არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ტარდება. საერთაშორისო პრაქტიკაში ამას "ამომრჩეველთა ტურიზმი" ეწოდება და მას მოქმედების კონრეტული მექანიზმი აქვს.
"როდესაც ტარდება მაჟორიტარული არჩევნები, ანუ სხვადასხვა ოლქებში სხვადასხვა პიროვნებები აირჩევიან. წარმოიდგინეთ ორი ოლქი, რომელთაგან ერთ-ერთში ხელისუფლება იგებს არჩევნებს 50 ხმით, მეორე ოლქში კი აგებს 20 ხმით — ასეთ შემთხვევაში, 30 ხმას მოხსნის იმ ოლქიდან, რომელსაც იგებს და დაარეგისტრირებს იმ ოლქში, რომელსაც აგებს — აღმოჩნდება, რომ ორივე ოლქში ხელისუფლება მოიგებს. ეს არის "ამომრჩეველთა ტურიზმი" და ჩვენ რომ მაჟორიტარული არჩევნები ან შერეული სისტემა გვქონდეს, ეს დიდი საფრთხე იქნებოდა. ამ შემთხვევაში, საფრთხეს არ წარმოადგენს იმ კუთხით, რომ ნებისმიერი ჩვენგანის ხმა, საბოლოოდ, ერთ ყულაბაში იყრება", — ახსნა გიორგი მონიავამ
საბოლოოდ გიორგი მონიავას განცხადებით, მანიპულაციები ბოლომდე და კატეგორიულად ვერ გამოირიცხება, თუმცა ხელაღებით ნამდვილად არ შეიძლება იმის თქმა, რომ კონკრეტულ მისამართზე ბევრი ადამიანის რეგისტრაციის შემთხვევა აუცილებლად არჩევნების გაყალბებაზე მიუთითებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები