ელენე ხოშტარია

1 Oct. 2024, 22:55

საქართველოს მოქალაქეებმა მთელ მსოფლიოს გააგონეს, რომ ჩვენ ვეუბნებით არას ძალადობას, ვეუბნებით არას ღვარძლს, ვეუბნებით არას დაყოფას, ვეუბნებით არას ბოროტებას და ვეუბნებით არას რუსეთს. დღეს, ამ ისტორიულ მომენტში, ჩვენ შევიკრიბეთ, რომ ვთქვათ კი ცვლილებებს, კი სისტემურ ცვლილებებს, კი ნამდვილ ცვლილებებს, ჭეშმარიტ ცვლილებებს, ძირეულ ცვლილებებს და კი ევროპას. არ არსებობს ძალა, რომელიც ამ სიმართლეს გააჩერებს და ჩაახშობს...

ჩვენ ჩვენმა წინაპრებმა, ადამიანებმა ვინც თავი გაწირეს ჩვენი ქვეყნისთვის, გადმოგვცეს თავისუფალი, დამოუკიდებელი სახელმწიფო და ჩვენი პასუხისმგებლობაა მათ წინაშე, რომ ეს თავისუფლება საჩუქრად კი არ მივიღოთ, მოვუფრთხილდეთ, შევინარჩუნოთ, შევქმნათ, გავაძლიეროთ და გავამყაროთ იმ სივრცეში, რომელიც არის თავისუფლების, კეთილდღეობის, განვითარების და მშვიდობის სივრცე — ეს არის ევროპა

განაცხადა ელენე ხოშტარიამ დღეს, 1 ოქტომბერს, ქალაქ რუსთავში კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას მიერ გამართულ პირველ მასშტაბურ ყრილობაზე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…