TI: "ქართულმა ოცნებამ" ქართველი ბიზნესმენებისგან, შემოწირულების სახით მილიონები მიიღო
ფოტო:
engin akyurt / Unsplash
ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ ინფორმაცია გაავრცელა, რის მიხედვითაც ქართულმა ოცნებამ 2024 საარჩევნო წელს შემოწირულებების თითქმის მეხუთედი — 2,1 მილიონი ლარი აჭარაში მოქმედი ბიზნესმენებისგან მიიღო.
ორგანიზაციის ცნობით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ქართლმა ოცნებამ, 11 293 166 ლარი შემოწირულების სახით მიიღო, მათ შორის, მხოლოდ აჭარაში მოქმედი ბიზნესმენებისგან — 2 088 500 ლარი.
TI-ის ინფორმაციით, 2012-2024 წლებში, შემწირველ ბიზნესმენებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა, სახელმწიფო შესყიდვებიდან 556 090 031 ლარზე მეტი და 3 000 000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის სამშენებლო ნებართვები მიიღეს.
საერთაშორისო გამჭვირვალობამ დაადგინა, თუ ვინ წირავს ქართულ ოცნებას ფულს აჭარიდან:
გიორგი ჭყონია
ქართული ოცნების დელეგატი, ბიზნესმენი, გიორგი ჭყონია 20 კომპანიაში ფლობს წილებს. მან, პარტნიორებთან და კომპანიებთან დაკავშირებული პირების მეშვეობით, მმართველ პარტიას 2024 წელს 124 000 ლარი შესწირა. ჭყონიას კომპანიებმა ბოლო 12 წელიწადში სახელმწიფო შესყიდვებიდან 457 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს, მათ შორის 300 მილიონამდე ლარი უკონკურენტო, კონკურენტების დისკვალიფიკაციის და გამარტივებული შესყიდვების პირობებში. ჭყონიას კომპანიებმა 100,000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის მშენებლობის ნებართვა მიიღეს, მათ შორისაა როგორც კომერციული, ასევე საცხოვრებელი ფართები. ჯამში ქართულმა ოცნებამ ჭყონიასგან და მასთან დაკავშირებული პირებისგან 1 500 000 ლარზე მეტი მიიღო.
შპს ნოვა
ქართული ოცნების მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტართან და ამჟამად დელეგატთან, ანზორ ბოლქვაძესთან დაკავშირებული კომპანია ნოვას მფლობელებმა - რამაზ და ემზარ ირემაძეებმა, ჯემალ ანთაძემ, ზვიად აბულაძემ და ჯემალ ბოლქვაძემ მმართველ პარტიას 2024 წელს 282 000 ლარი შესწირეს. კომპანიას სახელმწიფო შესყიდვებიდან 7 000 000 ლარი აქვს მიღებული, მათ შორის 5 მილიონ ლარზე მეტი - გამარტივებული შესყიდვებიდან. ზემოთ დასახელებულმა პირებმა მმართველ პარტიას ჯამში 582 000 ლარი გადაურიცხეს.
ბონდი 2009 და მონოლითი 2005
ქართული ოცნებიდან ბათუმის საკრებულოს წევრის, ლევან დოლიძის მამასთან და ბიძასთან ნუკრი და მერაბ დოლიძეებთან დაკავშირებული კომპანიებიდან „ბონდი 2009” და „მონოლითი 2005” მმართველმა პარტიამ 2024 წელს 155 000 ლარი მიიღო. ორივე კომპანია ლიდერობს ბათუმის ყველაზე მსხვილი მხარჯავი მუნიციპალური ორგანიზაციის - ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს, ასევე, აჭარის გზების დეპარტამენტის შესყიდვებში: ორივეს მიერ მიღებულმა შემოსავალმა 2013-2024 წლებში, ჯამურად 195 000 000 ლარს მიაღწია. დოლიძეების საკუთრებაშია ბათუმში, შარტავას გამზირზე მდებარე სამშენებლო პროექტიც. სულ დოლიძეების საკუთრებაში არსებულმა კომპანიებმა 65 000 კვადრატული მეტრი კომერციული და საცხოვრებელი ფართების მშენებლობის ნებართვა მიიღეს. ჯამში ორივე კომპანიის მეწილეებისგან მმართველმა პარტიამ 435 000 ლარი მიიღო.
ალიანს ჯგუფი
ბათუმში მოქმედი უმსხვილესი სამშენებლო კომპანიების „ალიანსის”, „ალიანს პრივილიჯის”, „ალიანს ვილა დეველოპმენტის” მეწილეებმა და მმართველებმა: ბესიკ ჟღენტმა, დავით ბალაძემ, თემურ ბიწაძემ და ნიკოლოზ თევზაძემ „ქართულმა ოცნებას” 2024 წელს 211 000 ლარი შეწირეს. ბოლო 5 წლის განმავლობაში მათ მმართველი პარტიის სალაროში ჯამში 905 000 ლარი გადარიცხეს. „ალიანს ჯგუფის” სამშენებლო პროექტები 2 000 000 კვადრატულ მეტრზე მეტი კომერციული და საცხოვრებელი ფართების მშენებლობას მოიცავს. დავით ბალაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის სიძეა.
ძმები დუმბაძეები
ბათუმში, სამშენებლო ბიზნესში ჩართული ძმების, ზებურ და ზურაბ დუმბაძეებისგან და მათი ბიზნესპარტნიორებისგან „ქართულმა ოცნებამ” შეწირულების სახით, 2024 წელს 230 000 ლარი მიიღო. ძმებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ბოლო წლებში 6 სამშენებლო ნებართვა მიიღეს, რაც საერთო ჯამში ბათუმში 75 456 კვადრატული მეტრის მშენებლობას ითვალისწინებს. ჯამში, მმართველმა პარტიამ ამ ბიზნესჯგუფისგან 965 000 ათასი ლარი მიიღო.
ხელვაჩაურის სასამართლოს თავმჯდომარის ბიზნესმენი შვილი და მისი პარტნიორები
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის, გოჩა ფუტკარაძის შვილმა, კობა ფუტკარაძემ, პარტნიორებთან: ჯუმბერ ზოიძესთან, ჯიმშერ ზოიძესთან, თამაზ ბექაიასთან და ლევან ხიმშიაშვილთან ერთად, მმართველ პარტიას 2024 წელს 160,000 ლარი შესწირა. მათთან დაკავშირებული 3 კომპანია ბათუმში 129 ათას კვადრატულ მეტრამდე საერთო ფართის 3 საცხოვრებელ კორპუსს აშენებს. ჯამში, დასახელებულმა პირებმა „ქართულ ოცნებას” 435 000 ლარი შესწირეს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები