ბაზისბანკი სანდრო მრევლიშვილის სახელობის თეატრის გენერალური სპონსორია
ფოტო: ბაზისბანკი
ბაზისბანკი, როგორც ქართული კულტურის ერთ-ერთი უმსხვილესი მხარდამჭერი, სანდრო მრევლიშვილის თბილისის მუნიციპალური თეატრის გენერალური სპონსორი გახდა.
ბაზისბანკსა და სანდრო მრევლიშვილის თეატრს შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას და ერთობლივი, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას.
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით, სანდრო მრევლიშვილის თეატრი 51-ე სეზონს ორი პრემიერით ხსნის. 4 ოქტომბერს, მიხეილ მრევლიშვილის რეჟისორობით, სპექტაკლის „დეპუტატი, დრამატურგი...“ პრემიერა გაიმართება. კომედია ორ მოქმედებად, რომელიც შექმნილია იტალიელი დრამატურგის, ალდო დი ბენედიტის „სიყვარულის სუბლიმაციის“ მიხედვით. სპექტაკლში მონაწილეობენ ბადრი ბეგალიშვილი, ნანკა გვარიშვილი და კახი ლიპარტელიანი. 19 ოქტომბერს კი ლაშა გოგნიაშვილის „მარლენი“ გაიმართება. სპექტაკლი მოგვითხრობს მარლენ დიტრიხის უკანასკნელი დღის შესახებ.
„მოხარული ვარ, რომ ახალ სეზონს განსაკუთრებული სიახლით ვიწყებთ. ჩვენმა თეატრმა თანამშრომლობა დაიწყო ბაზისბანკთან, რომელიც თეატრის გენერალური სპონსორი გახდა და აღნიშნული პარტნიორობა ბევრი მიმართულებით დაგვეხმარება. თეატრს, რომელსაც დიდი ისტორია და გამოცდილება აქვს, ნამდვილად სჭირდება გვერდით დგომა. თბილისის მერიის მხარდაჭერით ბევრ სასიკეთო საქმეს ვაკეთებთ და ახლა ბაზისბანკის გუნდთან ერთად უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება ამისთვის. აქვე აღვნიშნავ, რომ მსგავსი ტიპის პარტნიორობა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ქართული თეატრის განვითარებისთვის.“ - სანდრო მრევლიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, მიხეილ მრევლიშვილი.
„ბაზისბანკი, როგორც ქართული კულტურის აქტიური მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ფარგლებში, ახალი სეზონიდან თანამშრომლობას იწყებს სანდრო მრევლიშვილის თეატრთან. ვთვლით, რომ ხელოვნების სხვადასხვა დარგისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა, რათა მეტად განვითარების შესაძლებლობა მივცეთ ქართულ კულტურას. აღნიშნული თანამშრომლობით ჩვენს წვლილს შევიტანთ საქმეში, რომელიც, დარწმუნებული ვარ, წარმატების მომტანი იქნება თეატრისთვის და ბევრ საინტერესო ერთობლივ პროექტს შევთავაზებთ მაყურებელს.“ - ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.
ბაზისბანკი, როგორც ქართული კულტურის მხარდამჭერი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის გენერალური სპონსორია, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის საერთაშორისო პროექტების წარმდგენია, თოჯინების თეატრების გაერთიანების და ახალი თეატრალური სივრცის - „თოჯინების სახლის“ გენერალური სპონსორია, მხარს უჭერს ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ არაერთ კულტურულ ღონისძიებას.
სპექტაკლებზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT.GE და BILETEBI.GE-ზე, ასევე თეატრის სალაროებში, სპექტაკლის დღეს, 17.00 საათიდან.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები