"უჭირს გადაადგილება, საუბარი და კონცენტრირება" — აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა
შიმშილობის გამო, წინასწარ პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, — ამის შესახებ ინფორმაციას, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებები საქართველო" ავრცელებს.
"უფლებები საქართველოს" იურისტები აფგან სადიგოვს სპეციალური პენიტენციური სამსახურის #8 დაწესებულებაში შეხვდნენ 2 და 3 ოქტომბერს. სადიგოვის ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობა თვალშისაცემია, იურისტების შეფასებით, მას უჭირს გადაადგილება, საუბარი და კონცენტრირება.
"უფლებები საქართველომ" უკვე მიმართა სასჯელაღსრულების დაწესებულებას, აფგან სადიგოვი გადაიყვანონ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, რათა თავიდან იქნას აცილებული ჯანმრთელობის მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესება. საქართველოს სახალხო დამცველი ინფორმირებულია აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ," — წერს ორგანიზაცია.
აფგან სადიგოვი 21 სექტემბრიდან შიმშილობს, მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა 2024 წლის 16 სექტემბერს მას უარი უთხრა საერთაშორისო დაცვაზე (თავშესაფარზე) საქართველოში.
"უფლებები საქართველო" 18 ივლისიდანვე ჩაერთო აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეში. პროკურატურის ინფორმაციით, აზერბაიჯანში აფგან სადიგოვის წინააღმდეგ საქმე აღიძრა 2024 წლის 9 მაისს. 13 მაისს კი აზერბაიჯანულმა მხარემ ექსტრადიციის მოთხოვნით მომართა საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს.
მნიშვნელოვანია, რომ 2 აგვისტოს აფგან სადიგოვი „უფლებები საქართველოს“ იურისტთან ერთად შეხვდა საქართველოს სახალხო დამცველს, სადაც განიხილეს მისი თურქეთში არგაშვების ფაქტი. შსს-მ არც სახალხო დამცველის აპარატს მიაწოდა ინფორმაცია, თუ რა გახდა აფგან სადიგოვის საქართველოდან გაშვებაზე უარის თქმის მიზეზი, ისევე როგორც, არ მიაწოდა ინფორმაცია მის წინააღმდეგ აზერბაიჯანში სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და ძებნის გამოცხადების შესახებ.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა 3 აგვისტოს დააკავეს და მას შემდეგ გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. დაკავების ფაქტს შეესწრო მისი ცოლი და არასრულწლოვანი შვილები. აფგან სადიგოვმა მხოლოდ დაკავების შემდეგ გაიგო, რომ ის ძებნილია და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული აზერბაიჯანში.
გამოძიების ინფორმაციით, აფგან სადიგოვის დაკავება განხორციელდა აზერბაიჯანის მოთხოვნით. მას ბრალად ედება დანაშაულში, რომელიც გათვალისწინებულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 188.2.2 და 182.2.4 მუხლებით - „გამოძალვა, უცხო ადამიანისაგან დიდი ოდენობით ქონების ხელში ჩაგდების მიზნით, შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელების მუქარა არაერთგზის“.
4 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან სადიგოვს, აღმკვეთი ღონისძიების სახით, 3 თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. 8 აგვისტოს "უფლებები საქართველოს" ადვოკატებმა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს და მოითხოვეს, რომ გაუქმებულიყო განჩინება აფგან სადიგოვისთვის შეფარდებული 3 თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს შესთავაზეს გირაოს გამოყენება 2000 ლარის ოდენობით. პარალელურად, აფგან სადიგოვმა და მისმა ადვოკატებმა საქართველოს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს განცხადებით მიმართეს საქართველოში საერთაშორისო თავშესაფრის მოთხოვნით.
13 აგვისტოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გიორგი მიროტაძემ, დაუშვებლად ცნო "უფლებები საქართველოს" სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება.
მივიჩნევთ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი," — წერს ორგანიზაცია.
აზერბაიჯანული გამოცემის რედაქტორი საქართველოში გასულ წელს ჩამოვიდა და დაკავებამდე ორი კვირით ადრე ქვეყნის დატოვება სცადა, თუმცა აეროპორტში ამის საშუალება არ მისცეს.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები