აშშ-ში სანგუ-ს დელეგაციას ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი ხელმძღვანელობს
აშშ-ში ვიზიტით იმყოფება წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის (სანგუ) დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი, – ამის შესახებ ინფორმაციას წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია მართავს შეხვედრებს ამერიკელ პარტნიორებთან და მხარდამჭერებთან, რაც მიზნად ისახავს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას და არსებული პარტნიორობების გაღრმავებას.
სანგუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ "უნივერსიტეტმა მოიპოვა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა და 2024 წლიდან აქტიურად ჩაერთო "USAID-ის მომავლის განათლების პროგრამაში", რაც კიდევ უფრო აძლიერებს მის როლს განათლების და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესში".
"სანგუმ ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან Northern Kentucky University პარტნიორობით წარმატებით დანერგა ორმაგი სამაგისტრო პროგრამა კიბერუსაფრთხოებასა და ბიზნეს ინფორმატიკაში, რომელიც საქართველოში პირველია და დიდი წარმატებით სარგებლობს. პროგრამა უკვე მოიცავს 120 სტუდენტს და წარმოადგენს ერთ-ერთ პირდაპირ წარმატებულ მაგალითს IVLP პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით.
ამასთან, სანგუ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამების პირდაპირი ბენეფიციარია. უნივერსიტეტმა მოიპოვა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა და 2024 წლიდან აქტიურად ჩაერთო "USAID-ის მომავლის განათლების პროგრამაში", რაც კიდევ უფრო აძლიერებს მის როლს განათლების და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესში.
სანგუ მადლობას უხდის ამერიკელ პარტნიორებს მრავალწლიანი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას და ინოვაციურ პროექტების განვითარებას. განსაკუთრებული მადლობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს და აშშ-ის საელჩოს თბილისში ამ მჭიდრო და სტრატეგიული პარტნიორობისთვის", — ნათქვამია სანგუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ 3 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯიმ ო'ბრაიენი, სახელმწიფო დეპარტამენტში, ბოდბელ მთავარეპისკოპოსს, მეუფე იაკობსა და დემოკრატიისა და განვითარების ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს, ქეთევან ჩაჩავას უნდა შეხვედროდა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზეა იყო განთავსებული. საგულისხმოა, რომ სანგუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, სადაც ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობის აშშ-ში ვიზიტის დეტალებზეა საუბარი, ჯიმ ო'ბრაიენთან შეხვედრაზე არაფერი თქმულა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები