მედიაომბუდსმენი: სასამართლო კომუნიკაციების კომისიის მოთხოვნებს უპირობოდ აკმაყოფილებს
მედიაომბუდსმენმა წინასაარჩევნო პერიოდში, 2024 წლის 5 ოქტომბრის მდგომარეობით, კომუნიკაციების კომისიის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა
მონიტორინგის ერთ-ერთ ცენტრალურ მიგნებას წარმოადგენს ქართული ოცნების მითითებით მარეგულირებელი კომიისა და სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კრიტიკული ტელევიზიები: ფორმულა, ტელეკომპანია პირველი და მთავარი არხი დაისაჯნენ. ამრიგად გამოდის, რომ ტელეკომპანიები ხსენებულმა ინსტიტუტებმა ერთი და იგივე საკითხის გამო ორჯერ დასაჯეს — სასამართლო უპირობოდ აკმაყოფილებს კომუნიკაციების კომისიის ყველა მოთხოვნას — აღნიშნულია ანგარიშში.
პრობლემური საკითხი კრიტიკული ტელევიზიების გადაწყვეტილებაა, რომ საეთერო დრო არ დაუთმონ ქართული ოცნების პოლიტიკურ რეკლამებს, რომლებზეც რუსეთის მიერ დანგრეული უკრაინაა გამოსახული. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, საარჩევნო სუბიექტის მიერ დამზადებული ვიდეო-რგოლი ემსახურება პოლიტიკური გაერთიანების წინასაარჩევნო ხედვის წარდგენას. შესაბამისად, არ არღვევს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და მაუწყებლები ვალდებული იყვნენ ის ეთერში განეთავსებინათ.
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 2024 წლის 15 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ოქმის შემდგენი მხარის, ქართული ოცნების, მოთხოვნა და ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ სამ მაუწყებელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შეუდგინა და 5000-5000 ლარითაც დააჯარიმა. მაუწყებლებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მიღებული დადგენილებები, სააპელაციო სასამართლომ საჩივრები განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე და უცვლელად დატოვა.
ფოტო: მედიაომბუდსმენი
მედიაომბუდსმენის ერთ-ერთი მთავარი მიგნებაა ისიც, რომ მაშინ, როდესაც ქართული ოცნება ითხოვს პოლიტიკური რეკლამის განთავსებას, კრიტიკულ მაუწყებლებს არ აქვთ შესაძლებლობა, კომუნიკაციების კომისიიდან რეკომენდაციები მიიღონ.
მაგალითად, ქართულმა ოცნებამ კომუნიკაციების კომისიას 2024 წლის 12 სექტემბერს მიმართა საჩივრით მთავარი არხის, ტელეკომპანია პირველისა და ფორმულას წინააღმდეგ იმიტომ, რომ ამ ტელევიზიებმა უფასო პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებაზე მმართველ პოლიტიკურ პარტიას უარი უთხრეს. უარის მიზეზად დასახელდა რეკლამაში არსებული ძალადობისა და სიძულვილის წაქეზება. ასევე ის, რომ ეკა გიგაურის გამოსახულება ხსენებულ ვიდეოში უნებართვოდ გამოიყენეს.
კომუნიკაციების კომისიამ დარღვევა ვერ დაადგინა და ტელევიზიებს რეკლამის განთავსების მითითება მისცა.
ამჯერად ქართული ოცნება ტელევიზიებს ახალი სარეკლამო მასალის განთავსებას სთხოვს. რეკლამაში უკრაინაში რუსეთის აგრესიით მანიპულაციას ვხვდებით — ვიდეო უკრაინაში ომისა და ნგრევის კადრების პარალელურად, საქართველოს მშვიდობის კადრებს ვხვდებით. ტელევიზიებმა ამ კონკრეტული რეკლამის შეფასება კომუნიკაციების კომისიას სთხოვეს.
"კომისია მოკლებულია შესაძლებლობას წინასწარ, ადმინისტრაციული წარმოების პროცესს მიღმა შეაფასოს კონკრეტული მასალა და გასცეს მისი ეთერში განთავსება/განუთავსებლობის შესახებ რეკომენდაცია", — ვკითხულობთ მარეგულირებელი ორგანოს 2024 წლის 5 ოქტომბრის პასუხში
დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს მედიის ადვოკატირების კოალიციამ სოლიდარობა გამოუცხადა. კოალიციის შეფასებით, მედიებზე განხორციელებული მძიმე ზეწოლა საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმისა და დემოკრატიული ღირებულებების უგულებელყოფის შემაშფოთებელ ტენდენციას ასახავს.
"ამდენად, ცხადია, რომ მაუწყებლები ერთი მხრივ, რჩებიან პოლიტიკური წნეხის და ფინანსური სანქცირების რეჟიმში, მეორე მხრივ კი ხელი არ მიუწვდებათ ობიექტური რეგულირების სერვისზე, ნათელ, განჭვრეტად და სამართლიან წესებზე", — აღნიშნულია მედიაომბუდსმენის მონიტორინგის ანგარიშში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები