"ადამიანის უფლებათა ცენტრი" ვახტანგ გომელაურს მოუწოდებს, ზვიად ხარაზიშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩეროს
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ შეცვალოს თავისი ბრძანება და გააუქმოს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის წარმომადგენლის მონაწილეობა ე.წ. "ტერიტორიულ ჯგუფებში" და შეუჩეროს სამსახურებრივი უფლებამოსილება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ, ზვიად ხარაზიშვილს და მის მოადგილე – მილერი ლაგაზაურს.
ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებას სრულად გთავაზობთ:
"2024 წლის აპრილი-მაისში, პარლამენტში ინიციირებული რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს, დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებების გადაჭარბებული რაოდენობით გამოყენების, დიდი რაოდენობით სამართალდამცავთა მობილიზების, სამოქალაქო აქტივისტების და აქციის ორგანიზატორების დევნის, დაკავების და გადამეტებული ძალის გამოყენების ფაქტები არაერთი საერთაშორისო და უფლებადამცველი ორგანიზაციების განცხადებებში მოხვდა.
ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორინგის ანგარიშების თანახმად, სხვა უფლებადარღვევებთან ერთად, განსაკუთრებით საყურადღებოა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენების შემთხვევები. ამ მხრივ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი – ე.წ "ხარებას რაზმი". გარდა შეკრების დასაშლელად გამოყენებული არაპროპორციული ძალისა, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევდა აქციის მონაწილეთა მიმართ დაკავების პროცესში, ანდა დაკავების შემდეგ, იზოლატორში გადაყვანამდე, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტები.
მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების სასტიკი დარბევების საპასუხოდ, აშშ–ის ფინანსთა სამინისტრომ სანქცირებულთა სიაში შეიყვანა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური. მიუხედავად მყარი მტკიცებულებებისა და საერთაშორისო თუ ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშებისა, აღნიშნული მაღალჩინოსნები კვლავ ინარჩუნებენ თანამდებობებს. უფრო მეტიც შსს მინისტრის ბრძანების თანახმად, "საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე", სანქცირებულ ზვიად ხარაზიშვილს ეზრდება უფლებამოსილება და იგი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული პროცესების მართვის ჯგუფების ხელმძღვანელის ფუნქციებს შეითავსებს. ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მსგავსი გადაწყვეტილებები და მათ მიერ წარსულში გაკეთებული მუქარის შემცველი განცხადებები , ტოვებს დაუსჯელობის განცდას, რასაც შესაძლოა მომავალში ძალადობის და რეპრესიების ახალი ტალღა მოჰყვეს.
აპრილი-მაისის პერიოდში გამართულ საპროტესტო აქციების დროს, დაკავებული დემონსტრანტების რაოდენობამ 300-ს მიაღწია. სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ წინასწარი დაკავების იზოლატორებში 183 დაკავებული დემონსტრანტი იქნა მონახულებული, საიდანაც ყოველი მეორე, დაკავების პროცესში ანდა იზოლატორში გადაყვანამდე, პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მიუთითებდა. გარდა ამისა, დაკავებული პირები უმეტესწილად, ვერ სარგებლობდნენ მინიმალური საპროცესო უფლებებით, სამართალდამცავები არ უმარტავდნენ მათ დაკავების მიზეზს, არ ეძლეოდათ ადვოკატებთან ანდა ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის საშუალება, ზოგ შემთხვევაში მათთვის არ იყო ხელმისაწვდომი დროული და ადეკვატური სამედიცინო დახმარება. ასევე ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც დაკავებულთა ადგილსამყოფლის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდათ ინფორმაცია უფლებადამცველებს და ოჯახის წევრებს.
2024 წლის სექტემბრის თვეში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობის ფაქტებზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში 140 შემთხვევაზე მიმდინარეობს გამოძიება, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე სსკ 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. აქედან 42 პირს მინიჭებული აქვს დაზარალებულის სტატუსი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უფლებადამცველთა გაერთიანება – "ადამიანის უფლებათა ცენტრი" მოუწოდებს:
სამართალდამცავ ორგანოებს: პატივი სცეს აქციის მონაწილეთა მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ადამიანის უფლებების დაცვასთან შეუთავსებელ და ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე. უზრუნველყოს დაკავებული დემონსტრანტები საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლებით.
შინაგან საქმეთა მინისტრს: დაუყოვნებლივ შეცვალოს თავისი ბრძანება და გააუქმოს, როგორც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის წარმომადგენლის მონაწილეობა ე.წ. "ტერიტორიულ ჯგუფებში", ისე საპოლიციო ძალების უფლებამოსილება, მიიღონ ე.წ. "პრევენციული ზომები“ საარჩევნო უბნებთან მშვიდობიანად შეკრებილი ამომრჩევლების წინააღმდეგ.
2024 წლის აპრილი–მაისის საპროტესტო აქციების დროს, აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებული გამოძიების დასრულებამდე, შეუჩეროს სამსახურებრივი უფლებამოსილება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ, ზვიად ხარაზიშვილს და მის მოადგილე – მილერი ლაგაზაურს.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს: ჩაატაროს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება 2024 წლის აპრილი მაისის თვეში აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებზე, ვინაიდან ამ უწყების არასათანადო რეაგირება, ასრულებს წამახალისებელ როლს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ სერიოზულ უფლებადარღვევებზე და სავარაუდო დანაშაულებზე.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და გამოძიების შედეგების შესახებ", — ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები