2024 წლის სექტემბერში საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებები
ფოტო: Kreston.ge
Kreston Georgia აგრძელებს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებებისა და სიახლეების მიმოხილვას. ამჯერად გთავაზობთ 2024 წლის სექტემბრის თვეში შესული საკანონმდებლო სიახლეების მიმოხილვას.
1. ცვლილებები საქართველოს საგადასახადო კანონში
1.1. საგადასახადო საიდუმლოებასთან დაკავშირებული ცვლილებების გადავადება.
2024 წლის 23 სექტემბერს გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა ცვლილება, საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ 2023 წლის 27 თებერვლის (სარეგისტრაციო კოდი: 200000000.05.001.020787) საქართველოს კანონში.
აღნიშნული 2023 წლის 27 თებერვლის ცვლილება, რომელიც უნდა ამოქმედებულიყო 2025 წლის 1 იანვრიდან, ეხება საგადასახადო კოდექსის 39 მუხლის მე-2 ნაწილს, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო ორგანო, მისი თანამშრომელი, მოწვეული სპეციალისტი ან/და ექსპერტი ვალდებულია დაიცვას გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაციის საიდუმლოება, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. ამასთან, მას უფლება აქვს, ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია გადასცეს მხოლოდ ამავე მუხლით მკაცრად განსაზღვრულ პირებს. აღნიშნული პირების ჩამონათვალს კი დაემატა:
წ) სსიპ საჯარო შესყიდვების სააგენტო - "საჯარო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას;
ჭ) საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო - "საჯარო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას.
მიმდინარე ცვლილება კი მდგომარეობს იმაში, რომ "წ" და "ჭ" ქვეპუნქტების ამოქმედება გადავადდა 2027 წლის 1 იანვრამდე.
ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/6264206?publication=0
2. ცვლილებები საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებებში
2.1. ცვლილება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის შევსების წესში.
2024 წლის 2 სექტემბერს გამოქვეყნდა ცვლილება ფინანსთა მინისტრის №999 ბრძანებაში "სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ". ცვლილება ამოქმედდება 2024 წლის 1 ოქტომბრიდან. კერძოდ კი, ცვლილება შეეხო მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის შევსების წესს.
ცვლილების შედეგად, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა ინსტრუქციის 1-ლი მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და დაემატა ახალი "ვ" და "ზ" ქვეპუნქტები, შემდეგი სახით:
ე) მე-19 სტრიქონში - საშემოსავლო გადასახადი დასაბეგრ შემოსავალზე, რომელიც მიიღება მე-17 და მე-18 სტრიქონებს შორის სხვაობის თანხის საშემოსავლო გადასახადის მე-16 სტრიქონში მითითებულ განაკვეთზე გამრავლებით (მათ შორის, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ ბიუჯეტებში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი);
ვ) მე-20 სტრიქონში აისახება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, რომელიც მოიცავს ფიზიკური პირის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელებული საქმიანობის შედეგად მიღებულ შემოსავალზე საშემოსავლო გადასახადს;
ზ) 201 სტრიქონში აისახება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, რომელიც მოიცავს ფიზიკური პირის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელებული საქმიანობის შედეგად მიღებულ შემოსავალზე საშემოსავლო გადასახადს.
ცვლილების ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის მიერ გადასახდელი საშემოსავლო გადასახადიდან, ცალკე უნდა მიეთითოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/6259876?publication=0
2.2. ცვლილება ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატურ გაცვლასთან დაკავშირებით.
2024 წლის 5 სექტემბერს გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა ცვლილება ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებით დამტკიცებულ "გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" ინსტრუქციაში.
ცვლილების შედეგად 112-ე მუხლს _ "გარდამავალი დებულებები" დაემატა ახალი 70-ე პუნქტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 702 მუხლით განსაზღვრული "საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ" 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში "ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ" კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების მიზნებისთვის, თუ ამავე შეთანხმებების, საქართველოს კანონმდებლობის ან/და ანგარიშგების საერთო სტანდარტის შესაბამისად განხორციელებული სათანადო პროცედურებით ცალსახად არ დგინდება საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის რეზიდენტობა უშუალოდ რომელიმე კონკრეტული იურისდიქციის მიმართ, ფინანსური ინსტიტუტი უფლებამოსილია, იგი ჩათვალოს საქართველოს რეზიდენტად.
ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/6264114?publication=0
Kreston Georgia არის აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და წარმოადგენს საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების ქსელის, Kreston Global-ის წევრ აუდიტორულ კომპანიას საქართველოში. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს აუდიტისა და ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურების ფართო სპექტრს. კრესტონის გლობალური ქსელი 115 ქვეყანაში, 830 ოფისით ყველა კონტინენტზეა წარმოდგენილი, აერთიანებს 27.000 თანამშრომელსა და 160 წევრ ფირმას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები