ბრიტანული პრესა ლედი დაიანას სიკვდილში კამილა პარკერს ადანაშაულებს
31 აგვისტოს, ხალხის გულების პრინცესას, ლედი დაიანას გარდაცვალებიდან 20 წელი გავა. ზუსტად ამდენივე დროა გასული, რაც საუბარი არ წყდება იმაზე, თუ რა მოხდა 1997 წლის საბედისწერო ღამეს, როდესაც პრინცესას მანქანა პარიზში ავარიაში მოყვა.
ბრიტანული დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი ალან მაკგრეგორი ფიქრობს, რომ სამეფო ოჯახის წევრი შესაძლოა მოკლეს.
მისი თქმით, პარიზში სასტუმროში, სადაც დაიანა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იმყოფებოდა, უსაფრთხოების ზომები საკმარისად დაცული არ იყო.
მაკგრეგორის თქმით, ავტომობილი რომლითაც დაიანა გადაადგილდებოდა საერთო ავტოსადგომზე იყო, რეალურად კი პროტოკოლის მიხედვით ის სპეციალურ დაცულ ავტოსადგომზე უნდა გადაეყვანათ.
"სასტუმროს ეზოში, სადაც ლედი დის მანქანა ეყენა, ნებისმიერ ადამიანს შეეძლო გავლა. აქამდე მისი მანქანა ყოველთვის დაცულ ავტოსადგომზე ეყენა, იმ ღამით კი რატომღაც არავის მოაფიქრდა მისი იქ შეყვანა. შესაძლოა ის მართლაც უბედური შემთხვევის მსხვერპლია, მაგრამ მგონია, რომ მისი ავარია წინასწარ დაიგეგმა", ამბობს ალანი.
სხვადასხვა ტაბლოიდები წლების განმავლობაში დაიანას სიკვდილში კამილა პარკერს [პრინც ჩარლზის ამჟამინდელი ცოლი] ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მან სწორედ ამ გზით ჩამოიშორა ლედი დი.
აქტიურად საუბრობენ იმაზეც, რომ დაიანას, ჯერ კიდევ ჩარლზთან ქორწინების დროს პარალელურად, კამილასთან ურთიერთობაც უწევდა, რადგან პრინცი მასთან დაშორებას არ აპირებდა.
კვლავ აქტუალურია თეორია იმის შესახებ, რომ ელიზაბეტ მეორემ და კამილამ დიანას თავიდან მოსაშორებლად მას მკვლელი მიუგზავნეს. ამას გასამყარებლად კი ამბობენ, რომ ავარიის შემდეგ სასწრაფო თითქმის ერთი საათის შემდეგ მივიდა ადგილზე, სადაც დაიანა ცოცხალი დახვდათ, შემდეგ კი ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც.
ამ თემაზე ოფიციალური განცხადება არც სამეფო ოჯახს და არც სამართალდამცავებს 20 წელია არ გაუკეთებიათ. პრესა კი აქტიურად განიხილავს სხვადასხვა თეორიებს იმაზე, თუ ვის აწყობდა დაიანას სიკვდილი.
ან იქნებ მართლაც უბედური შემთხვევა იყო? ამ საიდუმლოს ფარდა ალბათ არასდროს აეხდება.
პრინცესა დიანა 1997 წლის 31 აგვისტოს ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მასთან ერთად ეგვიპტელი მილიარდერის მუჰამედ ალ ფაიედის შვილი დოდი ალ ფაიედი და მძღოლი იმყოფებოდნენ, რომლებიც ასევე დაიღუპნენ. დაიანას გარდაცვალებიდან 20 წლის თავზე კი მის შესახებს ფილმს, სერიალსა და გადაცემას გადაიღებენ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები