იაგო ხვიჩია

9 Oct. 2024, 15:55

"შარში რომ არ აღმოჩნდეს ეს ქვეყანა, 26 ოქტომბერს რამე უნდა შევცვალოთ და ერთპიროვნული მმართველობა დავასრულოთ, თორემ ჩემი აზრით, ნელ-ნელა ყველაფერი გასერიოზულდა ჩვენს თავს, პოლიტიკური თანამდებობის პირების სანქცირებიდან დაწყებული, მოქალაქეების ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით დასრულებული. ყველა ეს საკითხი არის გასერიოზულებული და ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ მოახლოებულ არჩევნებს, რომ ეს საფრთხეები, რომლებიც დისკომფორტს შეუქმნის ჩვენს მოქალაქეებს და შეაჩერებს ამ ქვეყნის განვითარებას, თავიდან ავიცილოთ.

ჩემი აზრით, შეიცვალა ის, რომ ქართულმა ოცნებამ დაკარგა რეპუტაცია საერთაშორისო მასშტაბით. ჩვენ ვართ ახლა ხალხი, რომლის მთავრობასაც ფაქტობრივად, სერიოზულად არავინ უყურებს. ჩვენ თუ გვინდა რაღაც შეიცვალოს ამ ქვეყანაში, გაჩნდეს პერსპექტივა, შემოვიდეს ინვესტიციები და რაღაცნაირად დავიძრათ ამ მკვდარი წერტილიდან, უნდა დავასრულოთ ერთპიროვნული მმართველობა. ამისთვის საჭიროა ის, რომ არც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ არ აიღოს ხმების 50%-ზე მეტი და ვერც კი შეძლოს ვინმეს გადმობირება 50%-ის მისაღებად. აქედან გამომდინარე, მე მგონი, ერთადერთი გამოსავალი, რითაც გადაზღვეული იქნება როგორც ერთის, ისე მეორე პოლიტიკური ძალის ერთპიროვნულ მმართველად მოსვლა ქვეყანაში, საჭიროა რომ ბევრი 36 იყოს შემოხაზული არჩევნებზე".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…