59 არასამთავრობო ორგანიზაცია, რუსულ კანონთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა
ფოტო: საკონსტიტუციო სასამართლო
დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას რუსული კანონის არ შეჩერებასთან დაკავშირებით 59 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურა.
გავრცელებულ ტექსტში, 59 არასამთავრობო ორგანიზაცია ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდა ისტორიული შანსი "შესწინააღმდეგებოდა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას" და მოსამართლეთა მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება "კონსტიტუციის ღალატს წარმოადგენს".
ორგანიზაციების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, არ შეაჩეროს რუსული კანონის მოქმედება, მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას, არ ითვალისწინებს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების სამართლებრივ დასკვნებს და მოსამართლეთა მხრიდან კონსტიტუციის ღალატს წარმოადგენს.
სასამართლოს ჰქონდა ისტორიული შანსი, შესწინააღმდეგებოდა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას, არ დაეშვა მოქალაქეთა კონფიდენციალური ინფორმაციაზე მთავრობის უკონტროლო წვდომა და დამდგარიყო საკუთარი ხალხის გვერდით, ვინც თვეების განმავლობაში, სამთავრობო ძალადობის მიუხედავად, ურყევად ეწინააღმდეგებოდა რუსულ კანონს. სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ შეძლო დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება, ის კვლავ მოექცა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშ და ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული ფუნქცია - კონსტიტუციის დაცვა.
ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები მადლობას ვუხდით ორ მოსამართლეს განსხვავებული აზრისთვის და ვაგრძელებთ ბრძოლას საქართველოში ავტორიტარიზმისა და ცენზურის დამყარების წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივ დავას რუსული კანონის წინააღმდეგ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - საერთაშორისო ინსტიტუტებში, და ქართველი ხალხის მხარდაჭერით, აუცილებლად მივაღწევთ მის საბოლოო და უპირობო გაუქმებას", — ვკითხულობთ განცხადებაში.
განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები:
- ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
- ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
- განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD)
- დემოკრატიის ინსტიტუტი
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
- დემოკრატიის კვლევის ცენტრი (DRC)
- დემოკრატიის მცველები
- ევროპის ფონდი
- ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
- თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
- თბილისი პრაიდი
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
- მედიის განვითარების ფონდი
- მუნიციპალური დემოკრატიის განვითარების ცენტრი
- მწვანე ალტერნატივა
- მწვანე სექტორი
- მხარდაჭერისა და შესაძლებლობის განვითარების ცენტრი
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
- პრევენცია პროგრესისთვის
- რეგიონული პარტნიორობის ცენტრი (RPC)
- საეა იმერეთის წარმომადგენლობა
- საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
- საზოგადოებრივი მოძრაობა მწვანეები
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო
- საზოგადოება
- სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" - RICDOG
- სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების
- ცენტრი
- სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
- სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
- სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი
- საორსა
- საფარი
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
- საქართველოს ევროპული ორბიტა
- საქართველოს მედია-კლუბი
- საქართველოს მომავლის აკადემია
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია
- საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია
- (ACSDG)
- საქართველოს სასამართლოს გუშაგი
- საქართველოს სასოფლო დარბაზი
- სოლიდარობის თემი
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი
- უფლებები საქართველო
- ფემინა
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
- ყვარლის ევროკლუბი
- შშმ ქალთა ალიანსი
- ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის
- წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის
- ცენტრი-GCRT
- BelGeo Fusion
- EUROBRIDGE
- ForSet
- GrlzWave
- Populus Rei
- ProActive Group Georgia
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები