ლევან იოსელიანი

10 Oct. 2024, 10:41

"ბუნებაში არ არსებობს ფაქტი, რომ ქართულ ოცნებასთან ვარ გარიგებული. თუ ამდენს ვახერხებ, რომ საზოგადოებასაც ვაბნევ, უცხოელებსაც გონებას ვუბნევ, მაშინ მე ვყოფილვარ, ვინც ვყოფილვარ ამ ქვეყანაში. ღიმილისმომგვრელია ეს ბრალდებები, რადგან ვერც ერთ ფაქტს ვერ დაასახელებენ, როდესაც სახალხო დამცველს რაიმეზე უნდა ჰქონოდა რეაგირება, ჩვენი მანდატის ფარგლებში იყო შესასწავლი და ჩვენ ამას ან წავუყრუეთ ან გვერდი ავუარეთ ან მათი პარტიის მიმართ რაიმე ტიპის მიკერძოება გამოვიჩინეთ.

არ ვიცი, რატომ აქვთ ასეთი დამოკიდებულება ჩემდამი. მე იმ ეპითეტებზე, რაც ჩემი მისამართით გამოიყენეს, არ ვუპასუხებ შეგნებულად იმიტომ, რომ წინასაარჩევნო პერიოდია და ჩემი პასუხიდან გამომდინარე, არ მინდა, რომელიმე პოლიტიკური პარტიასთან შევიდე რაღაც ტიპის დაპირისპირებაში, მათ სინდისზე იყოს ის სიმართლეც და ის ტყუილი, რასაც ამბობენ და ტირაჟირებენ. მე მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ თუ აქვთ რაიმე ტიპის მტკიცებულებები, რაზეც შეიძლება ჩვენ რაიმე ტიპის რეაგირება მოვახდინოთ, წარმოადგინონ და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. არცერთ სხვა პარტიასთან რაიმე სახის ურთიერთობის პრობლემა არასდროს მქონია, პირიქით — ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაკავშირებს, ამ პარტიაშიც რამდენიმე ადამიანთან ძალიან ნორმალური ურთიერთობა მქონდა და ახლა რა მოხდა, არ ვიცი".

ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პალიტრანიუსის გადაცემა 360 გრადუსში გიორგი გახარიას პარტიის წევრების მხრიდან მის მიმართ გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…