DRI: განსაკუთრებით აგრესიული გახდა რუსეთის შეუნიღბავი ანექსიური პოლიტიკა აფხაზეთის მიმართ
ბოლო ერთი წლის მანძილზე, განსაკუთრებით აგრესიული გახდა რუსეთის შეუნიღბავი ანექსიური პოლიტიკა აფხაზეთის მიმართ, რაც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აფხაზური სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებაში და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისთვის წაყენებულ ულტიმატუმებში გამოიხატა, — ამის შესახებ "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" ანგარიშშია ნათქვამი სახელწოდებით - "ადამიანის უფლებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფ ხაზთან".
ანგარიშში ასევე საუბარია ოჩამჩირეში განთავსებულ რუსეთის სამხედრო საზღვაო ბაზაზე, რომელიც, "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" შეფასებით, ფუნდამენტურ საფრთხეს უქმნის საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას.
"მოსალოდნელი საფრთხის მასშტაბის გათვალისწინებით, ხელისუფლების მიერ მხოლოდ ქართული აუდიტორიისთვის დეკლარირებული ფორმალური კრიტიკული შეფასება არასაკმარისი და არაეფექტიანია.
განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. საგანგაშოა დაკავებებისა და საპატიმრო დაწესებულებებში მყოფი ეთნიკურად ქართველების მდგომარეობა. გასულ წელს ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიციის მიერ მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა გალის მკვიდრი ვიტალი კარბაია, ამასთანავე მეოთხე წელია უკანონო პატიმრობაში რჩება ირაკლი ბებუა. ამას ემატება განათლების მიღების უფლების შეზღუდვა, რაც 2024 წლიდან აფხაზეთში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისთვის კვლავ გამოწვევად რჩება. ფიზიკური და ეკონომიკური უსაფრთხოების არარსებობა აფხაზეთიდან ადგილობრივი მოსახლეობის გადინების მთავარი მიზეზია - დემოგრაფიული პრობლემები ყველაზე მწვავედ გალის რაიონში დგას.
ცხინვალის რეგიონში არსებულ პრობლემებს შორის ცენტრალური ადგილი გადაადგილების თავისუფლების კუთხით შექმნილ დაბრკოლებას უჭირავს. ადამიანებს, რომლებმაც კონფლიქტის მიუხედავად საკუთარი სახლები არ დატოვეს, დე ფაქტო უწყებები გადაადგილების თავისუფლების კუთხით სხვადასხვა ბარიერების უქმნიან, რაც მოსახლეობის მდგომარეობას ამძიმებს და მათ სრულფასოვანი ჯანდაცვის სერვისების მიღების, საკვები პროდუქტების, მედიკამენტების შეძენის და ოჯახური ურთიერთობების შენარჩუნების შესაძლებლობას ართმევს. ცხინვალში კვლავ გამოწვევად რჩება განათლების მშობლიურ ენაზე მიღების საკითხი. თუ ახალგორის სკოლებში სწავლა 2017 წლამდე ქართულ ენაზე, ქართული სასწავლო პროგრამით მიმდინარეობდა, 2017 წლის სექტემბრიდან სწავლება სრულად რუსული პროგრამით ჩანაცვლდა.
ოკუპირებული ცხინვალის მხარეს კვლავ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები. 2023 წელს საქართველოს 31 მოქალაქე გაიტაცეს, რაც 2022 წლის მონაცემებს ორჯერ აღემატება. ხაზგასასმელია, რომ დაკავებების ნაწილი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე მოხდა. საანგარიშო პერიოდში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ლომისის ეკლესიის მიდამოებში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს სოფელ კირბალის მკვიდრი საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია იმ რუსი ჯარისკაცების ვინაობა, რომლებმაც თამაზ გინტურს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს, 2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს პროკურატურას მათთვის ბრალი არ წაუყენებია", — აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, განმარტავენ, რომ "თბილისისგან განსხვავებით, სადაც საქართველოს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ორ თვეზე ნაკლებ დროში მიიღო, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს, ჯერ კიდევ არ დაუწყია 2024 წლის თებერვალში ბჟანიას მიერ წარდგენილი კანონპროექტის "არაკომერციული ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების შესახებ, რომლებიც უცხოური აგენტის ფუნქციას ასრულებენ" განხილვა.
"თავის მხრივ, ოკუპირებულ ცხინვალში, 2014 წელს რუსეთის ანალოგიური კანონმდებლობის მიღებამ, ფაქტობრივად, გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება და კრიტიკული მედია", — აღნიშნულია ანგარიშში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები