გიგი უგულავა: ე.წ ტექნიკური მთავრობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არჩევნებამდე უნდა დასახელდეს
ფოტო: ელენე ზაქაშვილი / On.ge
კოალიცია "ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ფიქრობს, რომ ე.წ. ტექნიკური მთავრობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე უნდა დასახელდეს და ის საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უნდა იყოს.
გიგი უგულავას განცხადებას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
"ჩემი აზრით, ქვეყანა 26 ოქტომბერს დიდ ტურბულენტობაში შედის. შესაბამისად, საზოგადოება ჩვენგან სიცხადეს მოითხოვს. 26 ოქტომბერს, 21:30 საათზე რა სურათი გვექნება - მათემატიკური ჯამური გამარჯვება უნდა კონვერტირდეს პოლიტიკურ დაჯამებაში, ავტომატურად მათემატიკური გამარჯვება პოლიტიკურ გამარჯვებას არ ნიშნავს, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც ქართული ოცნება შეეცდება, თავისი რეალობა შექმნას. კერძოდ, ირაკლი კობახიძე გამოვა და იტყვის, რომ ჩვენ ვართ პირველ ადგილზე და მთავრობის დაკომპლექტებას კონსტიტუციის მიხედვით ვიწყებთო. ამის საპირწონედ აუცილებელია ოპოზიციას [პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი] ჰყავდეს და ჩემი აზრით, ის უნდა დასახელდეს ახლა, არჩევნებამდე, რომ მერე რყევები იმასთან დაკავშირებით არ დაიწყოს, თუ ვინ იქნება და ა.შ. იმიტომ, რომ ნებისმიერი რყევა, ტურბულენტობა ხელს უწყობს ქართულ ოცნებას", — განაცხადა უგულავამ
გიგი უგულავამ ისაუბრა არჩევნების დღესთან დაკავშირებული ტურბულენტობის მარტივი დარეგულირების გეგმაზეც.
"ჩემი აზრით, ჩვენი გეგმა შემდეგი უნდა იყოს - სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არის "ქართული ქარტიის", ასევე, გარდამავალი პროფესიონალური მთავრობის ინიციატორი, თავად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი უნდა იყოს. 26 ოქტომბერს, 21:30 საათზე სალომე ზურაბიშვილი და გამარჯვებული კოალიციის 80 დეპუტატი უნდა დადგეს, გამარჯვება უნდა გამოაცხადოს და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან მილოცვები მიიღოს. მხოლოდ ასე არის შესაძლებელი გავიაროთ ის დიდი ტურბულენტობა, რომელსაც „ქართული ოცნება“ 26 ოქტომბერს საღამოს შეეცდება შექმნას. რატომ ახლა? — იმიტომ, რომ ეს ამბავი საზოგადოებამ უკვე უნდა იცოდეს, ეს ამბავი იმ 4 სუბიექტს გათავისებული უკვე უნდა ჰქონდეს, რომელიც, სავარაუდოდ, ბარიერს გადალახავს. ჩემი აზრით, დაუშვებელია არჩევნების შემდეგ საღამოს, 26 ოქტომბერს, 21:30 საათზე რაიმე ტიპის ყოყმანის, გარჩევის, უთანხმოების საზოგადოებისთვის ჩვენება, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ქართულ ოცნებას შესაძლებლობას მისცემს, რომ იურიდიული უპირატესობის კონვერტაცია პოლიტიკური უპირატესობაში მოახდინოს. ამიტომ პოლიტიკური ინიციატივის ხელში აღება, ამის კონსოლიდაცია და ამ დიდი პოლიტიკური მიწისძვრის პირობებში გავლა და ქვეყნის გაყვანა შეუძლია, სწორედ ასეთ კონფიგურაციას. ჩემი აზრით, ახლა სალომე ზურაბიშვილი დასახელებული უნდა იყოს, ის იქნება გადამავალი მთავრობის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ქარტიით გათვალისწინებულ ყველა რეფორმას განახორციელებს. ასევე, ქვეყანას ევროპული განვითარების გზაზე დააბრუნებს და ქვეყანას თავისუფალი არჩევნებისთვის მოამზადებს. მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ამ წუთას მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს აქვს, ის პოლიტიკური მხარდაჭერა ან პოლიტიკური პოზიციონირება, ამ ეტაპზე, მის კანდიდატურასთან შეიძლება ამ 4 ბარიერგადალახული სუბიექტის შეჯერება მოხდეს", — განაცხადა უგულავამ
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები