ყურანის დემონსტრაციულად დაწვის გამო, კადიროვის შვილმა ბრალდებულს სცემა
ფოტო: OC-Media
ვოლგოგრადში, 3 ოქტომბერს მამაკაცმა დემონსტრაციულად ყურანი დაწვა. მისი დაკავების შემდეგ, ვიდეო გავრცელდა, სადაც მას ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის შვილი, ადამ კადიროვი სცემს. ამავე მამაკას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდებაც ედება ბრალად.
ვოლგოგრადის პოლიციამ 20 წლის ნიკიტა ჟურაველის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებები დაამტკიცა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ახალგაზრდა კაცს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
ჟურაველმა საზოგადოების ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც სოციალურ ქსელში ყურანის დაწვის კადრები გავრცელდა, რის შემდეგაც მალევე დააკავეს. მოგვიანებით კი ჩეჩნეთში გადაიყვანეს. ამას მოჰყვა კადრების გასაჯაროება, სადაც ჩანდა — როგორ სცემდა წინასწარი დაკავების იზოლატორში ჩეჩნეთის ლიდერის უფროსის შვილი, ადამ კადიროვი 20 წლის ნიკიტა ჟურაველს.
ვოლგოგრადის პროკურორების მტკიცებით, ჟარაველმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელს "თანამშრომლობა შესთავაზა". მათივე თქმით, 2023 წლის მარტში ჟურაველმა უკრაინის უსაფრთხოებას ვიდეოჩანაწერი გაუგზავნა, სადაც გადაღებული იყო მატარებელი, რომელსაც რუსული სამხედრო თვითმფრინავი და სამხედრო აღჭურვილობა გადაჰქონდა. მან უკრაინის მხარეს ასევე გაუგზავნა მონაცემები ერთ-ერთი რუსული სამხედრო დანაყოფის კუთვნილი მანქანის გადაადგილების შესახებ.
"გახსოვთ ნიკიტა ჟურაველი, რომელმაც დაწვა ყურანი ვოლგოგრადის მეჩეთის წინ? თებერვალში მას მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფისთვის სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯეს. ახლა კი ღალატის მუხლით გასამართლება ემუქრება — პროკურატურამ უკვე დაამტკიცა მისი ბრალეულობა", — წერს რუსეთის გენერალური პროკურატურა Telegram-ზე.
რა მოხდა:
19 მაისს, 10-წამიანი ვიდეო გავრცელდა სოციალურ ქსელში, სადაც ერთ პირს, ვოლგოგრადის მეჩეთის წინ, ყურანი უჭირავს და წვავს. მომდევნო დღეს, ჟურაველი დააკავეს და მის წინააღმდეგ კრიმინალური საქმე აღძრეს, რადგან "მან შეურაცხყოფა მიაყენა მორწმუნეთა გრძნობებს".
ორი დღის შემდეგ, საგამოძიებო საბჭომ გამოაცხადა, რომ საქმე გამოსაძიებლად ჩეჩნეთს გაეგზავნა. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ჟურაველმა ყურანი უკრაინის სპეციალური სამსახურების მიერ გაცემული ჯილდოს — 10 000 რუბლის (120 დოლარი) გამო დაწვა და მათივე მითითებით გადაიღო სამხედრო ობიექტები.
სექტემბერში, ჩეჩნეთის მეთაურმა, რამზან კადიროვმა საგამოძიებო იზოლატორიდან ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჟურაველი იყო დაკავებული. ვიდეოში, კადიროვის 15 წლის შვილი, ადამ კადიროვი ჩანს, რომელიც ხელს და ფეხს არტყამს დაკავებულს.
"მე მჯერა, რომ ყველა, ვინც შეურაცხყოფს წმინდა წიგნს, მათ შორის დემონსტრაციულად წვავს, შეურაცხყოფს ამ დიდებული ქვეყნის ათობით მილიონ მოსახლეს, უნდა იყოს დასჯილი", — განაცხადა კადიროვმა.
რუსეთის ადამიანთა უფლებების კომისარმა ტანია მოსკალკოვამ კადიროვი ჟურაველისადმი ცუდი მოპყრობის გამო გააკრიტიკა. მან განაცხადა, რომ ბრალდებული "წინასწარი დაკავების იზოლატორში, კანონით დადგენილი წესით" უნდა იხდიდეს სასჯელს.
2024 წლის 27 თებერვალს გროზნოს ვისაიტოვსკის რაიონულმა სასამართლომ ჟურაველს სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები