ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში სამხრეთკორეელ ჰან განს გადაეცა
ფოტო: Jean Chung / The New York Times
2024 წლის ნობელის პრემიის მფლობელი ლიტერატურის დარგში სამხრეთკორეელი მწერალი ჰან განი გახდა. განს ჯილდო გადაეცა "ექსპრესიული პოეტური პროზისთვის, რომელიც თვალს უსწორებს ისტორიულ ტრავმებს და ააშკარავებს ადამიანური ცხოვრების სიმყიფეს".
53 წლის ჰან განი პირველი სამხრეთკორეელი მწერალი და პირველი აზიელი ქალია, რომელმაც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიიღო. იგი აგრეთვე მესამე კორეელი ნობელიანტია.
განმა ლიტერატურული კარიერა სამხრეთკორეულ ჟურნალში ლექსების გამოქვეყნებით დაიწყო, მოგვიანებით კი მცირე პროზაზე გადაერთო და 1995 წელს მოთხრობების სადებიუტო კრებული გამოსცა. ავტორს დაწერილი აქვს რომანებიც, მათგან ყველაზე ცნობილი კი ვეგეტარიანელია, რომელმაც განს 2016 წელს ბუკერის საერთაშორისო პრემია მოუტანა. წიგნი გვიყვება ქალზე, რომელსაც ღამეულ კოშმარებში ადამიანური სისასტიკის ხილვა მოსვენებას არ აძლევს და საბოლოოდ მცენარეული კვების დაწყებას გადააწყვეტინებს.
ამბობენ, რომ განის შემოქმედებას საუკეთესოდ გამოხატავს მისი რომანის, ევროპის, პროტაგონისტის ფიქრები: "რას იზამდი, მართლა ისე რომ გეცხოვრა, როგორც მოისურვებ?".
ნობელის კომიტეტის მსგავსად, ჰან განს კრიტიკოსები ხშირად უქებენ წერის პოეტურ და ექსპერიმენტულ სტილს. მხატვრულ ტექსტებთან ერთად, ავტორს ასევე გამოქვეყნებული აქვს ესეების კრებულები. განის ნაწარმოებები 20-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი, თუმცა, მათ შორის, სამწუხაროდ, ქართული ჯერჯერობით არაა.
ჰან განი და დებორა სმითი, რომელმაც ვეგეტარიანელი ინგლისურად თარგმნა
ფოტო: Korea.net
ნობელის პრემია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო ჯილდოა, რომლის დაარსებაც შვედი ქიმიკოსის ალფრედ ნობელის სახელს უკავშირდება. პრემია 1901 წლიდან გაიცემა ქიმიის, ფიზიკის, ლიტერატურის, მშვიდობისა და ფიზიოლოგია/მედიცინის დარგში. პრემიის მფლობელებს 9 მილიონი შვედური კრონა გადაეცემათ, რაც, დაახლოებით, ერთ მილიონ დოლარს უდრის.
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია წინათ მიღებული აქვთ ისეთ ცნობილ ავტორებს, როგორებიც არიან ჰაინრიხ ბიოლი (1972), ჟოზე სარამაგუ (1998), მარიო ვარგას ლიოსა (2010) და სვეტლანა ალექსიევიჩი (2015).
გასულ წელს პრემია ნორვეგიელმა პროზაიკოსმა და დრამატურგმა იუნ ფოსემ მიიღო.
თუ წიგნების კითხვა და მათი განხილვა არასდროს გბეზრდება, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი გვერდიც და...
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები