გერმანიაში ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩატარდა — დაკავებულია 12 პირი
ფოტო: tagesschau.de
ბავარიის სახელმწიფო კრიმინალური პოლიციის ოფისმა ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩაატარა. დაკავებულია 12 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 9 ოქტომბერს ბავარიის სახელმწიფო კრიმინალური პოლიციის ოფისის თანამშრომლებმა, ქართული დანაშაულებრივი ბანდის წინააღმდეგ, სპეცოპერაცია ჩაატარეს გერმანიის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის — როიტლინგენში, შტუტგარტში, ჰამბურგსა და ბერლინში. სპეცოპერაციაში მონაწილეობდა 200 ოფიცერი, აქედან 150 უშუალოდ როიტლინგენში იყო განლაგებული.
გერმანული მედია წერს, რომ სპეცოპერაცია მასშტაბურ ქურდობებს უკავშირდება, რომლის დროსაც მოპარულ ნივთებს კრიმინალური დაჯგუფების წევრები საქართველოში გზავნიდნენ.
ჩხრეკის დროს 12 ადამიანი დააკავეს — მათგან თერთმეტი როიტლინგენში, ერთი — შტუტგარტში. მთავარი ეჭვმიტანილი, 54 წლის ქართველი, საქართველოს ფოსტის ოფიციალური ქვეკონტრაქტორია. რაც ნიშნავს იმას, რომ მას ევალებოდა ამანათების გაგზავნა გერმანიიდან საქართველოში და საქართველოში განთავსებული ამანათების გერმანიაში მიტანა.
ბავარიის სახელმწიფო კრიმინალური პოლიციის ოფისის ცნობით, მან რამდენიმე თვის განმავლობაში მოპარული საქონელი გერმანიიდან, როიტლინგენიდან სატვირთო მანქანით საქართველოში გადაჰქონდათ. მათ შორის იყო მოპარული ველოსიპედები, მობილური ტელეფონები, ელექტრონული ნივთები, ტანსაცმელი, ალკოჰოლური სასმელები და კოსმეტიკა.
პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულებიდან სამი ქართველის მიმართ დაკავების ორდერია გაცემული. დაკავებულია 27-დან 54 წლამდე ასაკის ორი მამაკაცი როიტლინგენიდან და ერთი ქალი შტუტგარტიდან. ისინი ბადენ-ვიურტემბერგში ცხოვრობენ და არ აქვთ მუდმივი საცხოვრებელი გერმანიაში.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები