შს მინისტრის სავარაუდო აუდიო ჩანაწერის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს
ფოტო: შსს
საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შინაგან საქმეთა მინისტრის სავარაუდო აუდიო ჩანაწერზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა.
ადვოკატი, ბექა ბასილია On.ge-სთან ამბობს, რომ ახლა პროკურატურა ვალდებულია გამოკითხოს მინისტრი მღებრიშვილი, ასევე ჩაატაროს ექსპერტიზა და გასცეს პასუხები იმ კითხვებს, რომლებიც ჩანაწერს უკავშირდება.
"გიორგი მღებრიშვილის საუბარში ისმის არაერთი დანაშაულის შემცველი ინფორმაცია, მათ შორის, პირის მიმართ დევნა მისი პოლიტიკური შეხედულების გამო, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და ა.შ." - ამბობს ბასილაია.
საუბარია უკრაინულ მედიაში გავრცელებულ აუდიო ჩანაწერზე, სადაც, სავარაუდოდ, გიორგი მღებრიშვილი მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს და ამბობს, რომ საქართველოში მის ექსტრადიციას არ მოითხოვენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს, რომ აღნიშნული საუბარი ნამდვილად შედგა. უწყების პოზიციას იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობაც. მათი აზრით, ასეთი კავშირები ღია სატელეფონო ხაზით არ დგება და ჩანაწერის ავთენტურობაზე სეროზულად საუბარი არ შეიძლება.
რუსი პრენკერი, ლექსუსი კი რუსთავი 2-თან ინტერვიუში ამტკიცებს, რომ გიორგი მღებრიშვილს უკრაინის შს მინისტრის სახელით ნამდვილად ესაუბრა. მისი თქმით, ჩანაწერი ავთენტურია და ამის შემოწმება ექსპერტიზით შეიძლება.
ვინ არის რუსი პრენკერი ლექსუსი?
რამდენიმე წელია ლექსუსი, თავის პარტნიორ ვოვანთან ერთად პოპ ვარსკვლავებს, საჯარო ფიგურებს და პრეზიდენტებსაც კი სატელეფონო ზარით ასულელებს. რუსული მედიასაშუალება Meduza-ს ცნობით, მათი საქმიანობა რატომღაც მუდმივად ემსახურება რუსეთის ხელისუფლების ინტერესებს. მაგალითად, 2016 წლის მარტში ვოვანმა და ლექსუსმა ნადია სავჩენკოს წერილი გადასცეს, რომელიც თითქოს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ იყო გამოგზავნილი. წერილი სავჩენკოს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. წერილის ავთენტურობაში დარწმუნებული არა მხოლოდ სავჩენკო, არამედ მისი ადვოკატებიც იყვნენ. ერთ-ერთმა ადვოკატმა პრენკერებს რუსული უსაფრთხოების სამსახურებთან კავშირში დასდო ბრალი, თუმცა პრენკერებმა კრემლთან თანამშრომლობა უარყვეს.
On.ge ცდილობს საქართველოს პროკურატურასთან დაკავშირებას. უწყების კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები