10 მიზეზი, რატომაა ბიძინა ივანიშვილი ქართველი ბიონსე
ფოტო: Getty Images/ on.ge
ინტერნეტს ჩვენსავით აქტიურად თუ არ ადევნებ თვალს, ბოლო კვირებში ძალიან ბევრ რამეს გამოტოვებდი.
სანამ ბიძინა ივანიშვილი მოძრავი აკვარიუმით საქართველოს სხვადასხვა ქალაქს სტუმრობს და თავისი დამქაშებისგან გაუთავებელ მადლობებს ისმენს, ჰოლივუდი უდიდესმა სკანდალმა მოიცვა. შონ ქომბსის, იგივე "დიდის" ამბებს უკვე გაიგებდით და თავს აღარ შეგაწყენთ. ინტერნეტის ამბავი ხომ იცით — ერთი ამბავი გასკდება და ჭორები უკონტროლო ხდება ხოლმე. "დიდის" ამბავს ხალხმა მალევე დაუკავშირა მისი მეგობრები — ბიონსე და ჯეი-ზი. ტიკ-ტოკსა და ინსტაგრამზე ხუმრობენ, რომ ბიონსეს ყველა მომღერალი იმიტომ უხდის მადლობას, რადგან შიშობენ, ემანდ განაწყენებულმა ბიონსემ ჩვენი თავი "დიდის" არ მოაკვლევინოსო.
ბიონსესთვის მადლობის გადახდის ტრენდმა ბევრი გვაცინა და ჩვენთვის კარგად ნაცნობი პოლიტიკოსი გაგვახსენა, რომელსაც ასევე ძალიან უყვარს მადლობას როცა უხდიან — ბიძინა ივანიშვილი. წარმოგიდგენთ კიდევ 10 მსგავსებას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილსა და ბიონსეს შორის მარტივად შენიშნავთ.
1. ორივეს სახელი ბ-ზე იწყება
ფოტო: Vogue/ Civil Georgia/ on.ge
ბიძინა, ბიონსე... როგორც ჩანს, ბ-ზე დაწყებული სახელების მფლობელები დაბადებიდან დივები არიან.
2. ორივეს უყვარს ზებრები
ფოტო: Getty Images/ on.ge
ბიონსეს რენესანსის ტურზე ზებრას პატერნის კოსტიუმი ეცვა, ბიძინა ივანიშვილის ეზოში კი ნამდვილი ზებრა დარბის...
3. ორივე დასავლეთიდანაა
ფოტო: Getty Images/ on.ge
ბიძინა ივანიშვილი წარმოშობით საქართველოს დასავლეთის გულიდან, საჩხერიდანაა, ბიონსე კი "ველური დასავლეთიდან" — ტეხასიდან.
4. ორივეს არტისტი შვილი ჰყავს
ფოტო: Getty Images/ Tik Tok/ on.ge
ბიონსეს შვილი, ბლუ აივი, უკვე 12 წლისაა და დედასთან ერთად ხშირად გამოდის სცენაზე. ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერაც, თვითგაცხადებული რეპერია — მისი მუსიკა და ფანები დავიწყებას არასდროს უნდა მიეცეს!
ბერას ფანებიც არ დავივიწყოთ!
ფოტო: On.ge
5. ორივეს უყვარს შუშა
ფოტო: Instagram/ on.ge
ბიძინა ივანიშვილი მოძრავი შუშის აკვარიუმით გადაადგილდება, ბიონსემ კი ეს აკვარიუმი დაამსხვრია და ამოიცვა.
6. რომელიმე რომ გალანძღო, მისი თავგადაკლული ფანი ყელს გამოგღადრავს
ფოტო: Instagram/ on.ge
თითქოს თავად ბიძინასა და ბიონსეს შორის არსებული მსგავსებები არ კმაროდა, ორივეს ისეთი ფანები ჰყავს, მათზე არც ერთ გადაბრუნებულ სიტყვას რომ არ შეგარჩენენ! თუმცა, ბიონსეს ფანებისგან განსხვავებით, ბიძინას მოყვარულები "ნაცსაც" დაგიძახებენ და "აგენტსაც"...
7. ორივე სასახლეში ცხოვრობს
ფოტო: The Telegraph/ on.ge
ხომ გითხარით, ორივე გიჟდება შუშაზე-თქო?! აბა, თუ გამოიცნობთ, რომელი სახლია ბიონსესი და რომელი — ბიძინასი?
8. ორივეს უყვარს ტრიოს ბრილიანტობა
ფოტო: Getty Images/ რადიო თავისუფლება/ on.ge
"აქეთ-იქით მაიმუნი, შუაშია თაიგული" ალბათ, ორივეს საყვარელი ფრაზაა. ბიონსემ მოღვაწეობა "Destiny's Child"-ში, მუსიკალურ ტრიოში დაიწყო, სადაც ყოველთვის ჩრდილავდა კელის და მიშელს. ბიძინა ივანიშვილსაც ჰყავს ფონის გამფორმებლები — ხან მამუკა მდინარაძე და ირაკლი კობახიძე, ხან ირაკლი ღარიბაშვილი და კახი კალაძე... მოკლედ, ბიძინა ივანიშვილს საკუთარი კელის და მიშელის მთელი არმია ჰყავს.
9. ორივე უსაშველოდ მდიდარია
ფოტო: getty
ბიონსეს ქონება ბოლო მონაცემებით $760 მილიონია, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა მასაც აჯობა — ოფიციალურად, მისი ქონება $7.52 მილიარდია (აქ არაა გათვალისწინებული ბიუჯეტის ფული).
10. ოხუნჯობით ორივე გამოირჩევა
ფოტო: Vogue/ on.ge
ბიონსეს კი უყვარს ხოლმე ღამის შოუებში ხუმრობების ფრქვევა, მაგრამ, ბიძინას "შედი, ქალო, ბუტკაში!" შეუდარებელი ანეკდოტია, რომლის თამასას ბიონსე ვერასდროს შესწვდება.
ხუმრობა იქით იყოს და, რა თქმა უნდა, იცი, რომ არჩევნები გვიახლოვდება და საქართველოს თითოეული მოქალაქის ხმა გადამწყვეტია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. დარწმუნებული ვართ, მოქალაქეობრივ ვალს შენც მოიხდი, საქართველოსთვის სწორ არჩევანს გააკეთებ და მერე ერთად გავაგრძელებთ ჩვენს სახალისო სტატიებზე სიცილს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები