რატომ არის "ლუკას საქმის" პრეცედენტი მნიშვნელოვანი შშმ პირებისთვის — იურისტის განმარტება
10 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო და სახელმწიფო დაწესებულებებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ლ.ღ–სთვის სერვისის მიწოდებაზე უარის გამო, მორალური ზიანის ანაზღაურება და 12 000 ლარის გადახდა დააკისრა.
ლ.ღ-ს სჭირდებოდა პერსონალური ასისტენტის მომსახურება, მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ინფორმირებული იყო ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ქცევის სირთულისა და პერსონალური ასისტენტის გადაუდებლად დანიშვნის საჭიროების შესახებ.
სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი სერვისის მიწოდებაზე უარის გამო ლ.ღ-ს თვეების გატარება უწევდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, სადაც ის ძალადობის მსხვერპლი გახდა.
NEWS.On.ge სასამართლოში ლ.ღ-ს ინტერესების დამცველს, იურისტს, უფლებადამცველს ანა არგანაშვილის ესაუბრა. არგანაშვილის თქმით, საქმე პრეცედენტულია, რადგან დამდგარი შედეგი ლ.ღ-ს გარდა სხვა შშმ პირებსაც დაეხმარება.
"მინდა იმით დავიწყო, რომ საქართველოში, როგორც მსოფლიოში მოსახლეობის 15 დან 18%-მდე არის შეზღუდული შესაძლებლობის პირი, მათ შორის არიან, როგორც ხანდაზმულები ასევე ბავშვები და მათთვის სერვისების შექმნა მნიშვნელოვანია.
აქამდე სახელმწიფოს ჰქონდა ასეთი არგუმენტი, რომ თუ არ არის ეკონომიკა აყვავებული, ისინი ვერ შექმნიან სერვისებს და შშმ პირები და მათი ოჯახები უნდა დაელოდონ ეკონომიკის აყვავებას. ლ.ღ-ს საქმე იყო კონკრეტული შემთხვევა, ბავშვი, რომელსაც ჰქონდა შეზღუდული შესაძლებლობა მხოლოდ იმიტომ გამოკეტეს ფსიქიატრიულში, რომ სახელმწიფოს არ ქონდა შესაბამისი სერვისები, რომ ამ ბავშვს დახმარებოდა. აი ამ პრეცედენტულმა საქმემ, ეს ყველაფერი შეცვალა. პირველ რიგში, პირველივე დროებით გადაწყვეტილებით სახელმწიფოს დაევალა, რომ დაენიშნათ ბავშვისთვის პერსონალური ასისტენტი. რომელიც რეალურად ძალიან ბევრს სჭირდება, მათ შორის ხანდაზმულ ადამიანებს, რომლებიც მარტო არიან და დახმარება სჭირდებათ. სასამართლომ ამით ზუსტად ის თქვა, რომ სახელმწიფო მსგავს შემთხვევაში ვალდებულია შშმ პირი უზრუნველყოს შესაბამისი სერვისებით.
მეორე ის, რომ სახელმწიფოს დაევალა ბავშვისთვის 12 ათასი ლარის გადახდა." — ამბობს იურისტი.
იურისტმა ასევე აღნიშნა, რომ შშმ პირებს, რომელსაც სჭირდება დახმარება და ვერ სარგებლობენ შესაბამისი სერვისებით. მათ უფლება აქვთ ეს ყველაფერი სახელმწიფოდან სასამართლოს გზით მოითხოვონ.
"შშმ პირებს შეუძლიათ უკვე სასამართლოს გზით მოითხოვონ ის სერვისები, რომლებსაც აქამდე ვერ იღებდნენ. მათ ამისთვის რა თქმა უნდა ადვოკატების დახმარება დასჭირდებათ იმიტომ რომ ეს საქმე იყო გარდა ეროვნული კანონმდებლობისა საერთაშორისო კანონმდებლობაზე დაფუძნებული საერთაშორისო პრეცედენტულ სამართალზე და ამიტომ ადვოკატების ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ყველა შშმ პირს ეკუთვნის სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატი სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურიდან ან ისეთი არასამთავრობოდან, როგორიც არის "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის". (თუ ძალიან მალე არ დახურეს, რადგან რუსული კანონის გამო, რეალურად სწორედ ეს ემუქრება ამ ორგანიზაციას)," — აღნიშნავს არგანაშვილი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები