სუპერქარი Lamborghini უკვე Tegeta Cars-ის პორტფელშია
ფოტო: თეგეტა
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა
თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია Tegeta cars-ი საქართველოში ავტოინდუსტრიის ლეგენდარული იტალიური ბრენდის, Lamborghini-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა.
თანამშრომლობის ფარგლებში Tegeta cars-ი ქართულ ბაზარს Lamborghini-ის მოდელების სრულ ასორტიმენტს შესთავაზებს, მათ შორის Urus, Temerario და Revuelto. ეს სტრატეგიული გაფართოება აძლიერებს Lamborghini-ს კავკასიის რეგიონში და ადასტურებს ქართული ბაზრის მოთხოვნას სუპერქარზე.
Automobili Lamborghini-სთან სადილერო ხელშეკრულებას „თეგეტა ჰოლდინგმა“ ხელი უკვე მოაწერა. დაწყებულია ბრენდის კონცეპტუალური შოურუმის მშენებლობაც, რომელიც აღმაშენებლის #129-ში 2025 წლის გაზაფხულზე ოფიციალურად გაიხსნება. შოურუმი ასახავს ბრენდის ერთგულებას ინოვაციებისა და სტილისადმი. მომხმარებელს საშუალება ექნება დაათვალიეროს და შექმნას ექსკლუზიური სუპერქარი. შოურუმთან ერთად აშენდება სერვისცენტრი, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით, ორიგინალი ნაწილებითა და აქსესუარებით. სუპერქარების მომხმრებლებს თეგეტას პროფესიონალი მექანიკოსები, თანამედროვე გაიდლაინებით მოემსახურებიან.
ფოტო: თეგეტა
პეტრე წაქაძე, თეგეტა ჰოლდინგის მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი: "ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ შევძელით, გავმხდარიყავით ისეთი სუპერქარის წარმომადგენელი, როგორიცაა Lamborghini. როგორც მოგეხსენებათ, ბრენდი გამოირჩევა სპორტული ხასიათით და ეს იგრძნობა მის ყველა მოდელში, როგორც სპორტქარებში, ისე SUV მოდელებში. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ Tegeta Cars-ის პორტფელში წარმოდგენილია Porsche, რომლითაც ასევე ძალიან ვამაყობთ და ამ მხრივაც წარმატებულები ვართ, გვსურდა, ჩვენი პოტენციური მომხმარებლებისთვის მეტი არჩევანის შესაძლებლობა მიგვეცა, იტალიური, სპორტული და სუპერქარის ბრენდთან გამოცდილებით. სუპერქარების მოყვარული საზოგადოება ჩვენთვის ახალი სამიზნე აუდიტორიაა და დარწმუნებული ვარ, მათ გულებსაც მოვიგებთ. ამისათვის, ჩვენს გამოცდილებასთან ერთად, მაქსიმალურად გავიზიარებთ Lamborghini-ს განვლილ გზას ჩვენს ყოველდღიურ ბიზნესპროცესებში".
ფოტო: თეგეტა
იტალიური ძვირადღირებული სპორტული ავტომობილებისა და SUV-ების ავტომწარმოებელი, Automobili Lamborghini 1963 წელს დაარსდა. ბრენდის პირველ სუპერქარს, Lamborghini Miur-ს, ხშირად მოიხსენიებენ ყველა დროის ყველაზე ლამაზ ავტომობილად. Lamborghini Countach კი დღემდე სუპერქარების ეტალონად მიიჩნევა.
თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია Tegeta Cars, რომელიც ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს, რეგიონში არაერთი მსოფლიოს წამყვანი ბრენდის პარტნიორია. დღეიდან კი უკვე, ქართული ავტოინდუსტრიისთვის უპრეცედენტო ხელშეკრულების საფუძველზე, მომხმარებლებს ლამბორგინის სპორტულ, მაღალი კლასის სუპერქარებს შესთავაზებს.
თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია Tegeta Cars ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს და რეგიონში ავტოსფეროს განვითარებაზე ზრუნავს. მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან პარტნიორობით, როგორიცაა Porsche, Mazda, Toyota, Volvo, Geely, Zeekr, Auto Gallery, Europcar, NIU, Indian - კომპანია მუდმივად ზრდის ხელმისაწვდომობას უსაფრთხო, კომფორტულ და ეკომეგობრულ ტრანსპორტზე. განახლებული პორტფელით კი მომხმარებელს ავტომობილებისა თუ მოტოტრანსპორტის ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. რეგიონში ბრენდების შემოყვანისა და დამკვიდრების გარდა კომპანია ზრუნავს, მომხმარებელს ყიდვის შემდგომ უმაღლესი ხარისხის მომსახურება გაუწიოს. 14 წელია, თეგეტა ქარსი არ წყვეტს განვითარებას და პროფესიონალი გუნდის დახმარებით საუკეთესო სივრცეს ქმნის ავტომოყვარულებისთვის.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები