საბა ბუაძე

13 Oct. 2024, 15:52

ვაფასებთ მნიშვნელოვან და პოზიტიურ როლს, რომელსაც პრეზიდენტი თამაშობს ევროინტეგრაციის საკითხის ირგვლივ ოპოზიციის გაერთიანების საკითხში. მასთან მჭიდრო თანამშრომლობას გავაგრძელებთ, თუმცა, არჩევნებამდე მთავარი ამოცანაა ქართული ოცნების დამარცხება, ჩვენი ყურადღება მიმართულია, რომ დავამარცხოთ ქართული ოცნება და მხოლოდ ქართული ოცნების დამარცხების შემდეგ მიგვაჩნია მიზანშეწონილად ნებისმიერი დისკუსიის გამართვა პრემიერობის კანდიდატთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხისგან მივიღოთ ნდობის მანდატი, ყველა ძალა, რომელიც ხალხისგან ნდობის მანდატს მივიღებთ, ცხადია ქარტიის ფარგლებში გავაგრძელებთ დისკუსიას პრემიერობის და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

განაცხადა კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ.

კომენტარი სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელიც ტექნიკურ მთავრობას 26 ოქტომბერის არჩევნებამდე წარადგენს. საქართველოს პრეზიდენტის განმარტებით, ამის მიზანი არის, რომ საზოგადოებამ გაიგოს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…