თეა წულუკიანი

14 Oct. 2024, 10:45

"გული დამწყდა, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი პროექტი გვქონდა ჩაფიქრებული. ძალიან ბევრ საჭიროებას ვხედავ, ძალიან ბევრს. მე ბევრი ვისაუბრე იმაზე, თუ რა გავაკეთეთ. 2 100-ზე მეტი პროექტი რომ დაფინანსდა, როდესაც 8 ათეული სპორტული ფედერაცია იღებდა დაფინანსებას და კულტურისა და სპორტის მიმართულებით ამხელა შედეგები დაიდო, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ საჭიროებები აღარ არსებობს. საჭიროებები არის 100-ჯერ მეტი და არაერთი მიმართულებით ახალ-ახალი ინიციატივები გვქონდა ჩაფიქრებული.

ამიტომ, არ შეიძლება გული არ დაგწყდეს, მაგრამ მე, საერთოდ, მაქვს - კარგია თუ ცუდია არ ვიცი - ჯარისკაცის მენტალიტეტი, ამიტომ, რა თქმა უნდა, იქ, სადაც მეძახიან, პარლამენტში - მისი სახელიც მიუთითებს, რომ ძირითადად სალაპარაკო ორგანოა - მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მეტს შევძლებ, ვიდრე უბრალოდ ლაპარაკი, იმიტომ, რომ ლაპარაკი კარგად მეხერხება, მაგრამ ბევრი სხვა რამის კეთებაც შემიძლია. [...]

ჯერ არ [გარკვეულა პარლამენტში ჩემი როლი]. ბევრი მეკითხება, სხვათა შორის, ამას და ისე ვართ მიჩვეული ამ სიმშვიდეს და მშვიდობიანობას ქვეყანაში (ღმერთმა მუდამ ასე გვამყოფოს), ვფიქრობთ, მერე რა იქნება. ეს კარგია, მაგრამ მე აქამდე ჯერ ვერ ვფიქრობ. მე ვფიქრობ 26 ოქტომბრამდე პერიოდზე, უფრო მეტად. ძალიან მეტს ვფიქრობ 26 ოქტომბრის დღეზე. მინდა ვისურვო, რომ, მართლაც, ყველამ დაძლიოს თავის თავში თუნდაც ის ხინჯი, უკმაყოფილება, იმიტომ, რომ იდეალური ხელისუფლება არ არსებობს, მაგრამ არსებობს ხელისუფლება - და თქვენ ის გყავთ - რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში სიმშვიდეს და განვითარებას. [...]

ასეთი პროგნოზი მაქვს, რომ 26 ოქტომბერს, რა თქმა უნდა, ქართული ოცნება აუცილებლად გაიმარჯვებს. რომ ის გაიმარჯვებს დამაჯერებლად და რომ 27 ოქტომბრიდან მაინც მავანი ძალები შეეცდებიან პრობლემების შექმნას - ქართველების პატარა მავნებლების ჯგუფი პრეზიდენტით სათავეში, რომელიც ღამურად ჩამოვიდა, ღამურად წავა ამ ქვეყნიდან და ამ ქვეყნის შვილად და პრეზიდენტად, სამწუხაროდ, ვერ ჩამოყალიბდა. რაღაცას მაინც შეეცდებიან, მაგრამ ამისგან ვერაფერი ცუდი შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის ვერ დადგება. ეს არის ჩემი პროგნოზი."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…