ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში 200000 კვ.მ მიწა აჩუქეს — რა ვიცით
ბელარუსის ავტორიტარ პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში 20 ჰექტარი ფართობის მიწა აჩუქეს. ამის შესახებ ბელარუსის გამოძიების ცენტრის გამომძიებელი ჟურნალისტები წერენ.
გამოძიებაში ყურადღება ბიჭვინთაში ლუკაშენკოს 2022 წლის სექტემბრის ვიზიტზეა გამახვილებული. მაშინ ალექსანდრე ლუკაშენკო ე.წ პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა. ცოტა ხნით ადრე, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ აფხაზეთის აღიარება მინსკს ძალიან დიდ ზიანს მიაყენებდა, რომლის კომპენსირებისთვისაც მოსკოვი მზად არ იყო. მიუხედავად ამისა, ლუკაშენკო და ბჟანია თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ.
ვიზიტის შემდეგ დღეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრემიერმა შპს "Zhemchuzhina 2010-ს" 20 ჰექტარი ფართობის მიწა გადასცა სანაპიროზე. ერთი თვის შემდეგ, სოხუმში გავრცელდა სიუჟეტი, რომელშიც ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღში მიწის გადაცემა საინვესტიციო პროექტით აიხსნა.
"ინვესტიციის ზომა 15მლრდ რუბლია (დაახლ. 260 მლნ დოლარი). აფხაზეთში დარეგისტრირებული შპს "Zhemchuzhina 2010-ის" 90% ბელარუსის მოქალაქეს ეკუთვნის, ხოლო 10% აფხაზეთისას", — ნათქვამია სიუჟეტში.
"Zhemchuzhina 2010"-ის 90% ბელარუსულ კომპანია "Termaliya-ს" ეკუთვნის, რომელიც ლუკაშენკოს ბიჭვინთაში ვიზიტამდე ორი თვით ადრე დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორი არც მეტი, არც ნაკლები, ლუკაშენკოს დაცვის სამსახურის ყოფილი თანამშრომელია.
"მე წარმოდგენა არ მაქვს... როგორც ჩანს, ქაღალდები ჩემს სახელზეა გაფორმებული. მე არც კი ვიცი იქ რას აკეთებენ ან არ აკეთებენ", — განაცხადა დავით კვიცინიამ, რომელიც ოფიციალურად დარჩენილი 10%-ის მფლობელია.
გამოძიების ავტორები ირწმუნებიან, რომ "Zhemchuzhina 2010-ს" ფაქტობრივად ბელარუსის ყოფილი სახელმწიფო მოხელე, ლუკაშენკოს საქმეების მმართველი ვიქტორ შეიმანი და მისი ხალხი მართავენ. შეიმანი ესწრებოდა როგორც 2022 წელს ბჟანიასა და ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში შეხვედრას, ისე ბჟანიას საპასუხო ვიზიტსაც მინსკში 2023 წლის თებერვალში.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები