მეზვრიშვილი: კახა ბექაურის ერთადერთი მიზანია, ოცნებას არჩევნების გაყალბებაში დაეხმაროს
პარტია გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, კომუნიკაციების კომისიის დირექტორის, კახა ბექაურის ერთადერთი მიზანია, "ოცნებას არჩევნების გაყალბებაში, უსამართლო წინასაარჩევნო გარემოს შექმნაში დაეხმაროს და ამით შეინარჩუნოს ის დიდძალი ქონება, რომელიც ბოლო 4-5 წლის განმავლობაში ოცნების პირობებში დააგროვა".
მეზვრიშვილის ცნობით, წინასაარჩევნო პერიოდში პარტია მოკლებულია შესაძლებლობას ამომრჩეველს მიაწოდოს ინფორმაცია მისი ინიციატივების შესახებ რეკლამების საშუალებით.
"არჩევნებამდე დარჩენილია 12 დღე და ამ დრომდე ოცნება და მისდამი დაქვემდებარებული კომუნიკაციების კომისია პარტიას გახარია საქართველოსთვის გვიზღუდავს როგორც უფასო რეკლამის განთავსების უფლებას, ისე საეთერო დროს.
ხელისუფლება ზუსტად ისე გვებრძვის დღეს, როგორც 2012 წელს ნაცმოძრაობა ებრძოდა ოცნებას. ეს მაშინ, როცა ეს არის ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მოთხოვნებს და ეკუთვნის უფასო რეკლამა.
არჩევნებამდე 12 დღით ადრე მოკლებული ვართ შესაძლებლობას ამომრჩეველს მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი ინიციატივების შესახებ და ვუპასუხოთ ჩვენი მისამართით წარმოებულ მასშტაბურ ტყუილებს, დეზინფორმაციას და პროპაგანდას, რაც მოქალაქეებს ართმევს ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობას.
ყოველდღე იმედის ეთერში ჩვენს გუნდზე გადის ყალბი სიუჟეტები ისე, რომ გუნდის არც ერთ წევრს არ ეძლევა იმავე ეთერში ტყუილებზე და სიყალბეზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა.
კომუნიკაციების კომისიამ და, უშუალოდ, კახა ბექაურმა განახორციელა ზეწოლა საზოგადოებრივ მაუწყებელზე და აუკრძალა მას ჩვენი უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსება. ხოლო ტელეკომპანია ფორმულა ჩვენი უფასო რეკლამის განთავსებისთვის დასაჯა და სამართალდამრღვევად ცნო.
როგორც ჩანს, კახა ბექაურს ეგონა, რომ იმედის და რუსთავი 2-ის სამართალდამრღვევად ცნობით უკანონობას დააბალანსებდა და კომისიას მიუკერძოებლის იმიჯს შეუქმნიდა, მაგრამ ამ გადაწყვეტილებითაც პარტია გახარია საქართველოსთვის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის მორიგი მტკიცებულება შექმნა. კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ ჩვენს მიერ დასახელებული კვლევების მიმართ კითხვები თავის დროზე არ არსებობდა და ახლა, ეს კითხვები კომისიამ ხელოვნურად გააჩინა, რომ ჩვენი რეკლამის განთავსება შეეფერხებინა.
მე, უბრალოდ, მოგიწოდებთ, გადახედოთ კახა ბექაურის ქონებას და დარწმუნდებით მის მოტივაციაში. მისი ერთადერთი მიზანია, ოცნებას არჩევნების გაყალბებაში, უსამართლო წინასაარჩევნო გარემოს შექმნაში დაეხმაროს და ამით შეინარჩუნოს ის დიდძალი ქონება, რომელიც ბოლო 4-5 წლის განმავლობაში ოცნების პირობებში დააგროვა". — თქვა მეზვრიშვილმა.
შეგახსენებთ, კომუნიკაციების კომისიამ გახარია საქართველოსთვის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის მინიჭების გამო ტელეკომპანია ფორმულა სამართალდამრღვევად სცნო და ოქმი შეუდგინა.
ასევე იხილეთ:
- ComCom-მა მთავარ არხს ოცნების რეკლამის განუთავსებლობისთვის სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- "გახარია საქართველოსთვის" კომუნიკაციების კომისიას სასამართლოში უჩივის
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები