ცესკო: თუ მოქალაქეს ორივე დოკუმენტი [ID ბარათი და პასპორტი] ვალიდური აქვს, ნულის ტოლია შანსი, რომ მოხდეს ორმაგი ვერიფიკაცია
ფოტო: imedinews.ge
თუ მოქალაქეს ორივე დოკუმენტი [ID ბარათი და პასპორტი] ვალიდური აქვს, ნულის ტოლია შანსი, რომ მოხდეს ორმაგი ვერიფიკაცია, რადგან აპარატი ასეთ დროს გამოსცემს ხმას, რომელიც შესამჩნევია უბანზე მყოფი ყველა მოქალაქისთვის, — ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ინტერპერსნიუსთან განაცხადა.
მისივე თქმით, თუ მოქალაქეს ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ID ბარათი ვადაგასული აქვს, მას კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება საქართველოს მოქალაქის პასპორტითაც შეეძლება.
"არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეყვანილი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით და ასევე, მოქალაქეს, რომელსაც აქვს ვალიდური პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი წარადგენს ვადაგასული პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს ან ძალადაკარგულ საქართველოს მოქალაქის არაელექტრონულ მოწმობას კენჭისყრაში მონაწილეობას ვერ შეძლებენ.
იცით, რომ ამომრჩევლის ვერიფიკაცია ახლა უკვე ელექტრონულად ხდება. ვერიფიკაციის აპარატის შესაბამის წამკითხველ ზოლში ხდება ელექტრონული პირადობის მოწმობის ჩამოტარება, რამდენიმე წამში ამოსდის ამომრჩევლის მონაცემები ვერიფიკაციის აპარატის ეკრანზე და რეგისტრატორი ახდენს ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, თავად ამომრჩევლის და აღნიშნული აპარატის ეკრანზე ამოსული მონაცემების შესაბამისობას. ამის შემდეგ კეთდება მარკირება, ამოიბეჭდება ქვითარი ვერიფიკაციის აპარატიდან, რომელზეც ამომრჩეველი აწერს ხელს, რაც ადასტურებს იმას, რომ ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო უბანზე და კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა. რაც შეეხება იმ შემთხვევას, თუ მოქალაქე საარჩევნო უბანზე საქართველოს მოქალაქის პასპორტით გამოცხადდება, ასეთ შემთხვევაში ვერიფიკაციის აპარატში მონაცემებს რეგისტრატორი ხელით შეიყვანს.
ჩვენს ვერიფიკაციის აპარატს აქვს ორი შესაძლებლობა: 1. ID ბარათის წამკითხველ ზოლში გატარება და 2. საქართველოს მოქალაქის პასპორტის შემთხვევაში, პირადი ნომრის ხელით აკრეფა და აპარატში შეყვანა. ორივე შემთხვევაში ნაბეჭდი ფურცელი და დატანილი ინფორმაცია არის იდენტური. როცა ტრადიციული წესით ხდებოდა კენჭისყრაში მონაწილეობა, ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებდა ამომრჩეველთა ერთიან სიაში ხელით მოწერით. თავად ეს ერთიანი სია, კონკრეტული უბნისთვის განკუთვნილი, ჩატვირთულია ვერიფიკაციის აპარატში.
რაც შეეხება იმ სიტუაციას, თუ მოქალაქეს ორივე დოკუმენტი ვალიდური აქვს, ნულის ტოლია შანსი, რომ მოხდეს ორმაგი ვერიფიკაცია, რადგან აპარატი ასეთ დროს გამოსცემს ხმას, რომელიც შესამჩნევია უბანზე მყოფი ყველა მოქალაქისთვის. თუ მოქალაქემ ვერიფიკაციის აპარატში გაატარა ID ბარათი, შემდეგ რა დროსაც არ უნდა მოვიდეს და თუნდაც მეორე ცდაზე ხელით შეიყვანონ უნიკალური პირადი ნომერი, აპარატი გამოსცემს მაღალ სიგნალს და ეკრანზე ინფორმაციას, რომ ორმაგ ვერიფიკაციას აქვს ადგილი და აღარ გადაჰყავხარ სხვა ეტაპზე", — განაცხადა ნათია იოსელიანმა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები