კუპჩანი: საქართველოს წევრობაზე ნატოში თანხმობა არაა, თუმცა ურთიერთობები აქტიურია
ფოტო: VOA
რუსეთ-საქართველოს ომზე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მომავალზე, უკრაინის კონფლიქტსა და აშშ-რუსეთის ურთიერთობებზე ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი, საგარეო ურთიერთობების საბჭოს უფროსი ექსპერტი და აშშ-ის უშიშროების საბჭოს ყოფილი წევრი (2014-2017წ.), ჩარლზ კუპჩანი ამერიკის ხმას ესაუბრა:
როგორ იხსენებთ რუსეთ-საქართველოს ომს 2008 წელს, რა იყო მისი კატალიზატორი და რა ისწავლა ამ ომით საერთაშორისო საზოგადოებამ?
ვფიქრობ, 2008 წლის ომით რუსეთმა სამხედრო ძლიერება და ძალდატანება აჩვენა, რათა განევრცო და შეენარჩუნებინა გავლენა ე.წ. ახლო სამეზობლოზე. ეს კონკრეტული შემთხვევა კი საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტ-მიხეილ სააკაშვილსა და რუსეთის მთავრობას შორის მზარდი რიტორიკის პროდუქტი იყო. არაერთის აზრით, რუსეთი საქართველომ წააქეზა საკუთარი სამხედრო მოქმედებით და მუქარით სამხრეთ ოსეთისადმი, მაგრამ ზოგადად, ეს იყო რუსეთის მხრიდან კიდევ ერთხელ საკუთარი ძალის დემონსტრირება ე.წ. ახლო სამეზობლოს გასაკონტროლებლად. ეს ქმედება ძალიან ჰგავს იმას, თუ რა გააკეთა მოსკოვმა უკრაინაში 2014.
რამდენად ადეკვატური იყო საერთაშორისო რეაქცია, რომელიც ამ დაპირისპირებამ მოიტანა?
მიმაჩნია, რომ საქართველოს შემთხვევაში, საერთაშორისო რეაქცია უფრო მოზომილი იყო რუსეთის ინტერვენციასთან შედარებით უკრაინაში. აქაც, არის მოსაზრებები, რომ აშშ-ის ან მისი არც ევროპელი მოკავშირეების რეაქცია არ ყოფილა შესატყვისი, იმდენად რამდენადაც იყო სურვილი რუსეთთან ურთიერთობების დაბალანსების. თუმცა ეს უკვე შეუძლებელიც კი გახადა რუსეთის მოქმედებებმა უკრაინაში 2014-ში. ამის შემდეგ კი რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების რღვევა დაიწყო.
რა არის მოსკოვის საბოლოო მიზანი, როცა საზღვრების განუწყვეტლივ გადაადგილება ხდება საქართველოში? ეთანხმებით, თუ არა, რომ ეს მცოცავი ოკუპაციაა?
ვფიქრობ, რომ რუსეთის ქმედება საქართველოში არის უფრო ვრცელი მასშტაბის მოქმედების ნაწილი მოსკოვის მიერ, ეს ეხება კრემლის მოქმედებებს დონბასში, ასევე დნესტრისპირეთში, სადაც კრემლი სამხედრო ძალას იყენებს ამ ქვეყნების პრო-დასავლური ინტეგრაციის, მათ შორის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შესაჩერებლად. მე ზუსტად ვფიქრობ, რომ მოსკოვის მიერ საზღვრების გადმოწევა საქართველოში მცოცავი ოკუპაციაა, ამ ქვეყანაში ახლა 20% რუსეთის კონტროლქვეშაა.
იყო თუ არა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ვიზიტი აფხაზეთში პასუხი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე და მის მხარდამჭერ განცხადებებზე საქართველოში?
ძნელია ითქვას რამ გადააწყვეტინა პუტინს აფხაზეთში ჩასვლა. ომის წლისთავი იყო, შესაძლოა ესეც გამხდარიყო მიზეზი. თუმცა ცხადია, რომ რასაც ბოლო თვეებია ვხედავთ-ეს უკვე ესკალაციაა რუსეთისა და ამერიკის ურთიერთობების. ცოტა ხნის წინ, კონგრესმა დიდი სხვაობით მიიღო სანქციების კანონმდებლობა რუსეთის წინააღმდეგ. მას პრეზიდენტმაც მოაწერა ხელი. ვნახეთ, როგორ გააძევა რუსეთმა ამერიკელ დიპლომატთა დიდი შემადგენლობა მოსკოვში მდებარე საელჩოდან. სულ ბოლოს კი ვნახეთ შეჯიბრი იზიტებით-მაიკ პენსი საქართველოში, ბალკანეთში, ბალტიისპირეთში ჩავიდა, რასაც პუტინის ჩასვლა მოჰყვა აფხაზეთში. ეს ყველაფერი კი რუსეთსა და ნატოს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე ვითარდება-ნატო რამდენიმე ათას დამატებით ჯარისკაცს გზავნის პოლონეთსა და ბალტიისპირეთში, რუსეთი კი მოგვიანებით ბელორუსში ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო წვრთნებისთვის ემზადება.
როგორ ახსნით გააქტიურებულ აშშ-საქართველოს ურთიერთობებს?
აშშ აქტიურად უჭერდა მხარს ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობიდან დაწყებული, ომის ეტაპით და ბარაკ ობამას საპრეზიდენტო პერიოდის ჩათვლით. ასე გაგრძელდა უკრაინის ანექსიამდე, შემდეგ კი აშშ-ის ადმინისტრაციამ ახალი ყურადღება შემატა რუსეთის ახლო სამეზობლოს ქვეყნებთან ურთიერთობას. მჯერა, რომ როცა პრეზიდენტი ტრამპი მოვიდა თეთრ სახლში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას მღელვარება მოედო აშშ-ის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ამის მიზეზი პრეზიდენტის განცხადებები იყო რუსეთთან დაახლოების, უკრაინის გამო მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ვითომდა გაუქმების გამო, აშ. თუმცა ტრამპის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ცალსახად გაცხადდა, რომ გაგრძელდებოდა ობამასდროინდელი მხარდაჭერა ახალგაზრდა დემოკრატიებისთვის. ამასთან ვიტყვი იმასაც, რომ საქართველო ცოტა არ იყოს უხერხულ მდგომარეობაშია: სურს ნატოში გაწევრიანება, მაგრამ ალიანსის შიგნით ამ თემაზე კონსენსუსი არ მიღწეულა, მითუმეტეს, როცა რუსეთს ამ ქვეყნის ტერიტორიები დაკავებული აქვს. ნაწილობრივ სწორედ ამიტომ არის, რომ აქტიურად ვითარდება ურთიერთობები იქ, სადაც ეს შესაძლებელია-ნატო-საქართველოს ურთიერთობების კონტექსტში, აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის კონტექსტში. ამდენად, საქართველოსთან ურთიერთობებში მხარდაჭერის მყარი ქსელი არსებობს, რაც მიზნად ისახავს მისი დემოკრატიის, მისი დასავლური მისწრაფებების, და დასავლურ დემოკრატიებთან თავსებადობის ხელშეწყობას.
თქვენს ერთერთ ბოლო სტატიაში “ვაშინგტონ პოსტში”, წერთ, რომ დიდი შეცდომა იქნება უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდება? აგვიხსენით, რატომ?
უკრაინაში ძალიან სახიფათო სიტუაცია სუფევს, რასაც მიმდინარე სისხლისღვრა ახლავს დონბასის რეგიონში-სეპარატისტების და უკრაინის ძალების დამაკავშირებელ ხაზზე. ვფიქრობ, აშშ-მ და ევროპელმა მოკავშირეებმა უკრაინას ფინანსური, სამხედრო დახმარება უნდა გაუწიონ და ასევე ტრეინინგი უზრუნველყონ. და მიუხედავად ამისა, მგონია, რომ ლეტალური იარაღის მიწოდება კიევისთვის მდგომარეობას უფრო მეტად დაძაბავს. აქ მთავარია იმის გათვალისწინება, რომ რუსეთს სამხედრო უპირატესობა აქვს უკრაინასთან შედარებით, ისე როგორც ეს საქართველოს შემთხვევაში იყო. კიდევ ერთი საკითხი: იარაღის მიწოდება კიევისთვის რუსეთის წისქვილზე დაასხამს წყალს. ამის ნაცვლად, ჩვენ სანქციების გამკაცრება და პოლიტიკური დარეგულირების გამონახვა გვმართებს. ამასთან ერთად, ევროპაშიც არ ემხრობიან ლეტალური იარაღის კიევისთვის მიწოდებას. აშშ ევროპასთან სოლიდარული უნდა იყოს და ჩვენ გვმართებს ევროპელ მოკავშირეებთან ერთად მყარი, ერთიანი პოზიციების ჩამოყალიბება. ვაშინგტონის მიერ თავდაცვითი იარაღის მიწოდებას უკრაინისთვის, შესაძლოა განხეთქილება მოჰყვეს ევროპასთან. საბოლოო ჯამში კი ეს პუტინის სასარგებლოდ იმუშავებს.
თქვენს წიგნში “ნატოს ფინალური საზღვარი” თქვენ წერთ, რომ ისტორიული შეცდომა იქნებოდა რუსეთის “კეთროვანად” განხილვა. ახლანდელ ორმხრივ ურთიერთობებს როგორ შეაფასებდით?
ორმხრივი ურთიერთობა ახლა ძალიან გამწვავებულია. რუსეთი ვითარების მეტად ესკალაციას ახდენს. ტრამპმა კი დააკონკრეტა, რომ პუტინთან მორიგებას არ აპირებს. დღეს ურთიერთობები ცივი ომის შემდეგ ყველაზე მეტად არის გაუარესებული. გამოვყოფდი რამდენიმე საკითხს: სანამ არ მოხდება უკრაინაში არსებული მდგომარეობის გამოსწორება, სირიაში არსებული სიტუაციის დარეგულირება-სადაც რუსეთი ირანთან და ჰეზბოლასთან ერთად ასადის რეჟიმს აქეზებს, სანამ სამოქალაქო ომი არ დასრულდება და სანამ თვალს არ გავუსწორებთ ნატოსა და რუსეთს შორის სამხედრო სფეროში არსებულ დაძაბულობას-ურთიერთობები აშშ-სა და რუსეთს შორის ძალიან რთულად განვითარდება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები