ცესკო ეთნიკურ უმცირესობათა ენებზე საინფორმაციო აქტივობებს არ ატარებს
ქვემო ქართლის მედია ორგანიზაციები — Aktual.ge, 24News.ge და Interpress.ge ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ისინი ცესკოს მოუწოდებენ, საარჩევნო საინფორმაციო კამპანიის წარმოება საქართველოს აზერბაიჯანელებისთვისაც უზრუნველყონ და აზერბაიჯანულ ენებზეც მოხდეს მათთვის საინფორმაციო მასალების გადაცემა.
"არჩევნებამდე დაახლოებით 10 დღე დარჩა, თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ეთნიკურ უმცირობათა ენებზე საინფორმაციო აქტივობებს არ ატარებს. წელს არჩევნების 90%-ზე მეტი ელექტრონული ფორმით ჩატარდება, თუმცა რეგიონში ეთნიკური აზერბაიჯანელების დიდმა ნაწილმა აღნიშნული სიახლის შესახებ არ იცის და ამ თვალსაზრისით, ინფორმაციული მასალების პროპაგანდირება ჯერაც არ მიმდინარეობს. ასევე, მათი მხრიდან არც ადგილობრივ მედია ორგანიზაციებთან ხდება თანამშრომლობა", — ვკითხულობთ განცხადებაში
მედია ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ცესკოს მიდგომა დისკრიმინაციულია და ის მხოლოდ ცენტრალურ მედიასაშუალებებთან თანამშრომლობს.
"გასული წლების განმავლობაში, ქვემო ქართლში ეთნიკურ აზერბაიჯანელთა ინფორმირების თვალსაზრისით ადგილობრივმა მედია ორგანიზაციებმა დიდი როლი შეასრულეს. დღეს აღნიშნული მედია ორგანიზაციები საქართველოს ათასობით აზერბაიჯანელს ყოველდღიურად აწვდიან ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, რაც ხელს უწყობს ინტეგრაციული პროცესების განვითარებას. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ მათთან თანამშრომლობს რამდენიმე ავტორიტეტული ორგანიზაცია და პოლიტიკური პარტია და სწორედ მათი მეშვეობით აცნობენ ადგილობრივ აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას საარჩევნო კამპანიების შესახებ. არჩევნების პროპაგანდა და საინფორმაციო კამპანიის წარმოება, მათ შორის ელექტრონული ხმის მიცემის შესახებ ინფორმაციის გავრცელება საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ცესკო-ს ვალდებულებაა. თუმცა ის ამ ეტაპზე, ამ მხრივ მომუშავე, ადგილობრივ მედია ორგანიზაციებთან არ თანამშრომლობს. ჩვენი დაკვირვებით, ცესკო მხოლოდ ცენტრალურ მედიებთან თანამშრომლობს. ამ სიტუაციას დისკრიმინაციად მივიჩნევთ და ცესკოს მოვუწოდებთ, რომ ითანამშრომლოს ადგილობრივ მედია ორგანიზაციებთან და უზრუნველყოს არჩევნებთან დაკავშირებული სიახლეების გავრცელება ადგილობრივი აზერბაიჯანელებისთვის", — აღნიშნულია განცხადებაში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები