კახა ბექაური: ნათია მეზვრიშვილი ყალბი ინფორმაციის გავრცელებას ცდილობს
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური პარტია გახარია — საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერის ნათია მეზვრიშვილის ბრალდებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ გახარიას პარტია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. ბექაურის განცხადებით, მის კომპანიას არც ერთი პირდაპირი სახელმწიფო შესყიდვა არ მიუღია არსებობის მანძილზე და არც სახელმწიფო ტენდერებში მიუღია არასდროს მონაწილეობა.
"არასდროს მიმიღია სახელმწიფოსგან შემოსავალი და რაც ჩემი ბიზნესსაქმიანობიდან გამაჩნია, ყველაფერი კანონიერი და ლეგალური გზით მაქვს მიღებული. ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ 73 მილიონი ლარის 211 სახელმწიფო შესყიდვა აქვს ჩემს კომპანიას მიღებული. ეს დიდი ტყუილი ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რომ თითქოს ჩემი კომპანია და მე შემოსავლებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვიღებთ. 211 კი არა, ერთი სახელმწიფო შესყიდვა არ მიუღია ჩემს კომპანიას არსებობის მანძილზე, 73 მილიონი კი არა, ერთი თეთრი არ მიუღია სახელმწიფო შესყიდვების გზით ხაზინიდან. ნაციონალური მოძრაობის ყოფილ პროკურორს, ნათია მეზვრიშვილს, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების სამაგალითო საჯარო მოხელეა, თვალი ისევ კანონიერი გზით მიღებული ქონების და ბიზნესის დაყაჩაღებაზე უჭირავს. ის ნაცმოძრაობის სტილში, ყალბი ინფორმაციის გავრცელებით ცდილობს საზოგადოებაში არასწორი აზრის ფორმირებას — თითქოს ბიუჯეტიდან იღებდა ჩემი კომპანია შემოსავლებს. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პროკურორს კარგად აქვს ნასწავლი ლეგალური გზით მიღებული შემოსავლისა და ქონების დაყაჩაღების ხერხები. თუმცა, ამ ყველაფერს პოზიტიური მხარე აქვს — ხელს უწყობს საზოგადოების მხრიდან გახარიას პარტიაზე არჩევნების წინ საკუთარი აზრის ფორმირებას და ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას," — აცხადებს კახა ბექაური.
შეგახსენებთ, რომ ნათია მეზვრიშვილმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, კახა ბექაური ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გამდიდრდა, მილიონერი გახდა და მას უნდა ამ ქონების დაცვა და კიდევ უფრო გამდიდრება".
მეზვრიშვილის თქმით, კახა ბექაური "ფლობს 40-მდე უძრავ ქონებას. მათ შორისაა ბინები, მიწის ნაკვეთები, დამხმარე ფართები. მათ საერთო ღირებულება შეადგენს 4 მლნ აშშ დოლარს. აქედან 3.5 მლნ ქონება 2021-2024 წლებში დააგროვა. კახა ბექაური გახლავთ ორი ნაბიჯის მოწილე, საიდანაც 41 მლნ ლარზე მეტი დივიდენდი აქვს მიღებული 2021-2023 წლებში. ამ კომპანიას სახელმწიფოსგან 73 მლნ ლარის 211 გამარტივებული შესყიდვა აქვს მიღებული. კახა ბექაური ფლობს 7 ავტომანქანას, რომელთა საერთო ღირებულება 2 მლნ ლარზე მეტია".
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები