გახარიას თქმით, მხარს დაუჭერს ტექნიკურ მთავრობას, რომელიც "სრულად აპოლიტიკური" იქნება
პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია აღნიშნავს, რომ მხარს დაუჭერს ტექნიკურ მთავრობას, რომელიც სრულად აპოლიტიკური იქნება, — ამის შესახებ მან TV პირველთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ამ დროებით მთავრობაში ვინმე ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებული პირი იქნება, ისინი ამას მხარს არ დაუჭერენ.
ის, ასევე, საუბრობს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შედგენილ და ოპოზიციური პარტიების მხრიდან ხელმოწერილ „ქართულ ქარტიაზე” და აღნიშნავს, რომ მისთვის რიგგარეშე არჩევნები გაუგებარი და აუხსნელია.
"ტექნიკური მთავრობა ნიშნავს ერთადერთს, რომ ამ ტექნიკურმა მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ქვეყნისთვის გაწევრების მოლაპარაკებების გახსნა. ეს არის მკაფიოდ გაწერილი და ამიტომ არის ეს ტექნიკური და დროებითი. მაგრამ მთავრობა ეს არ შეიძლება და ვერ შეეხება პარლამენტს. შეუძლებელია, დღეს რომ 2 მილიონი ადამიანი უნდა მოვიდეს არჩევნებზე, მათ ვუთხრათ, რომ ერთ წელიწადში ისევ არჩევნებია ჩასატარებელი. ეს არ მუშაობს.
რაც შეეხება ტექნიკურ მთავრობას – ტექნიკური მთავრობა ჩვენთვის არის გამოსავალი, რომ არ შეიქმნას მთავრობა, რომელიც ნებისმიერი ფორმით, მცირედითაც კი იქნება აფილირებული ნაციონალურ მოძრაობასთან. ეს ჩვენთვის არის კრიტიკული.ამ ქარტიას ჩვენ ხელი მოვაწერეთ როგორც კონსენსუსს, რომ ქარტია შეიძლება იყოს ერთ-ერთი გამოსავალი, შესაძლო სცენარი, იმ შემთხვევაში, თუ და როცა ოპოზიცია იმარჯვებს არ იყოს რისკი, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ გააკონტროლოს ეს მთავრობა. ამიტომ ეს ტექნიკური მთავრობა არის გამოსავალი. არანაირი სურვილი ამ დროებით ტექნიკურ მთავრობაში მონაწილეობის ჩვენ არ გვექნება, [მაგრამ მონაწილეობა მოგვიწევს], იმიტომ, რომ ეს არ იქნება „ნაცების” მიერ კონტროლირებადი. თუ იქ გამოჩნდება ვინმე „ნაციონალურ მოძრაობასთან” რაიმე სახით აფილირებული, რა თქმა უნდა, ამას ხმას არ მივცემთ. ჩვენი მოტივი ამ ქარტიაზე ხელის მოწერის იყო, რომ დაგვეხსნა ქვეყანა იმ რისკისგან რასაც ჰქვია გაუშვით „ოცნება”, მაგრამ არ მოვიდეს ნაციონალური მოძრაობა. პოლიტიკურად ნეიტრალური ტექნიკური [მთავრობა] პრობლემა არ არის.
პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცის ჩვენი პოზიცია 2 კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხზე. პირველი: რიგგარეშე არჩევნები არის გაურკვეველი და მიუღებელი და მეორე, ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერი აფილირებული ადამიანი „ნაციონალურ მოძრაობასთან” ტექნიკურ მთავრობასთან ახლოს გავლილი არის ჩვენთვის წითელი ხაზი. ტექნიკური მთავრობა უნდა იყოს სრულად აპოლიტიკური ამაშია მისი ფასეულობა ჩვენთვის. მერე გზა იქნება ევროკავშირში გაწევრების, ეს პროცესი იქნება დაწყებული, ჩვენ რომ გაწევრების მოლაპარაკებებს გავხსნით, აღვადგენთ სტრატეგიულ პარტნიორებთან ნორმალურ ურთიერთობებს, ქართული ოცნებისგან თუ რამე დარჩება, ამაზე მერე ვისაუბროთ", – განაცხადა გახარიამ TV პირველის ეთერში.
პრეზიდენტმა გასული კვირის განმავლობაში შეხვედრები გამართა ოპოზიციის წარმომადგენლებთან, რომლებიც ხელს აწერენ "ქართულ ქარტიას".
ყველა ოპოზიციონერმა შეხვედრის შემდეგ მედიასთან თქვა, რომ საუბარი არ ყოფილა კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე. მოგვიანებით სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის ტექნიკური მთავრობის წარდგენას აპირებს და მიიჩნევს, რომ ეს არჩევნებამდე უნდა მოხდეს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები