რა სიმპტომებით ვლინდება ფსიქიკური დარღვევები? — ინტერვიუ სპეციალისტთან
ფოტო: Toduas
ფსიქიატრია წარმოადგენს მედიცინის დარგს, რომელიც ფსიქიკურ პრობლემათა წარმოშობას, პათოგენეზს, კლინიკურ მიმდინარეობას, მკურნალობასა და პროფილაქტიკის გზებს შეისწავლის. ფსიქიკური ჯანმრთელობა არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი მკაფიოდ გრძნობს ფიზიკურ და სულიერ კეთილდღეობას, ღირსებასა და მნიშვნელობას, აკონტროლებს აზრებსა და ქმედებებს, ლახავს ყოფით სიძნელეებს და იღებს პასუხისმგებლობებს.
რომელ დაავადებებს გამოყოფენ ფსიქიატრიაში და რა ჩივილები ახასიათებთ მათ? — ამ და სხვა საკითხებზე თოდუას კლინიკის დიღმის ფილიალის ფსიქიატრი, მარიამ ჭელიძე საუბრობს.
რომელი დაავადებები მიეკუთვნება ფსიქიკურ დარღვევებს?
ფსიქიკურ დარღვევებს მიეკუთვნება პრობლემათა მთელი რიგი, როგორებიცაა დეპრესია, შფოთვასთან და შიშთან დაკავშირებული მდგომარეობები, მაგალითად, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა, სოციალური და სპეციფიკური ფობიები, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, რაც ვლინდება აკვიატებული აზრებითა და რიტუალური მოქმედებებით, სხეულის დიმორფული აშლილობა, ტრავმითა და სტრესით გამოწვეული დარღვევები, სომატოფორმული აშლილობები, კვებითი დარღვევები, პიროვნული აშლილობები, სექსუალური ხასიათის, იმპულსთა კონტროლის, დისოციაციური და კოგნიტური დარღვევები. კოგნიტური დარღვევებიდან განსაკუთრებით უნდა გამოიყოს მეხსიერებისა და ორიენტაციის დარღვევები, ასევე, დემენცია. გარდა ამისა, ფსიქიკურ დარღვევათა სპექტრში ხვდება ბიპოლარული აშლილობაც, რაც ხასიათდება მანიაკალური და დეპრესიული ეპიზოდების მონაცვლეობით და, რა თქმა უნდა, ფსიქოზური რეგისტრის აშლილობები, როგორებიცაა შიზოფრენია, შიზოაფექტური დარღვევა და სხვა.
რა ჩივილებით მოდის პაციენტი ყველაზე ხშირად?
უპირატესად, პაციენტები უჩივიან შფოთვისა და შიშის განცდას მთელ სხეულში, დაძაბულობას, მოუსვენრობას, ერთ ადგილას დგომისა და ჯდომის შეუძლებლობას, გულ-მკერდის არეში მოჭერის შეგრძნებას, ყელში ბურთის გაჩხერის განცდას, გულის აჩქარებას, სუნთქვის გახშირებას ან, პირიქით, შეჩერებას, კიდურებში სისუსტეს და კანკალს, დაბუჟების შეგრძნებას, ძილის დარღვევებს, კონცენტრაციის დაქვეითებას. შესაძლოა ამ ჩივილებს ახლდეს უხალისობა, გუნება-განწყობის დაქვეითება, უიმედობისა და უმწეობის განცდა, ნეგატიური აზრების მოზღვავება, რაც ხანდახან მოიცავს სუიციდურ ფიქრებსაც.
რამდენად ხშირად გზავნის სხვა პროფილის ექიმი პაციენტს ფსიქიატრთან?
დიახ, ხშირად პაციენტს სხვა პროფილის ექიმიც ამისამართებს ფსიქიატრთან ფიზიკური ჩივილების გაძლიერების გამო. ასეთ დროს პაციენტი კონცენტრირებულია სხეულებრივ შეგრძნებებზე, ფიქრობს, რომ რაიმე დაავადება უნდა განუვითარდეს ან ინტერნეტის საშუალებით ცდილობს თვითდიაგნოსტიკას. ასეთი განცდები კი იმდენად მომატებულია, რომ ფიზიკური ჩივილებიც ეწყება ან უკვე არსებული უძლიერდება.
პაციენტების საკმაოდ დიდი ნაწილი უჩივის სიმსივნის განვითარების შიშს (კანცეროფობია), ან სისხლძარღვოვანი ინციდენტის ჩამოყალიბების შიში აწუხებს, შედეგად, იტარებს უამრავ კვლევას, დადის მრავალ ექიმთან და ცდილობს თავიდანვე დაიჭიროს თადარიგი. პაციენტები საკმაოდ ხშირად უჩივიან ტკივილის აუხსნელ შეგრძნებებს თავის, კუჭ-ნაწლავის, სახსრების, კიდურების, ხერხემლისა და სხეულის სხვა მიდამოებში.
გვაქვს შემთხვევები, როდესაც პაციენტი მოჰყავს ახლობელს ისეთი ჩივილების საფუძველზე, როგორებიცაა უცნაური, ბოდვითი აზრების გაჟღერება, მაგალითად, ამოჩემება, რომ მას უთვალთვალებენ, დასდევენ, მისი მოწამვლა ან ლიკვიდაცია სურთ. ამ მდგომარეობას შესაძლოა თან ახლდეს ჰალუცინაციებიც, კერძოდ, სმენითი, რა დროსაც პაციენტს ერთი ან რამდენიმე ხმა მიმართავს, რაიმეს უბრძანებს, დასცინის ან შეურაცხყოფს. ხშირია მომატებული ეჭვიანობა პარტნიორის თუ ოჯახის სხვა წევრების მიმართ ან აზრი იმის შესახებ, რომ ოჯახის წევრებს მისი სიკვდილი სურთ ქონების დაუფლების მიზნით.
ასეთ დროს რას მოიმოქმედებს ექიმი?
პირველ რიგში ხდება პაციენტთან გასაუბრება. თუ ეჭვია ფსიქოზური რეგისტრის აშლილობაზე, სასურველია, ახლობელმაც მიაწოდოს ექიმს დეტალური ისტორია. გარდა ამისა, აუცილებელია პაციენტის ფიზიკური გასინჯვა, დიაგნოსტიკა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა. არის შემთხვევები, როდესაც ექიმი იძულებულია პაციენტი გაგზავნოს სტაციონარში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები